მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი (დ. 21 ნოემბერი, 1971, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი და ფსიქოლოგი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის ნოემბრამდე.

მიხეილ ბატიაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 2018 – 7 ნოემბერი, 2019
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრემიხეილ ჩხენკელი

დაბადებული21 ნოემბერი, 1971 (1971-11-21) (53 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაპედაგოგი, ფსიქოლოგი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ბატიაშვილი დაიბადა 1971 წლის 21 ნოემბერს, 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1998–2002 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური რეფორმების ცენტრის დირექტორის მოადგილე. ამავე წლებში იყო კომპანია „ბიზნეს კონსალტინგის“ დირექტორი. 2004 წელს იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს დირექტორის მოადგილე და ევროპის საბჭოს „გრეკოს კომიტეტის“ წევრი. 2005 წლიდან იგი არის სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (SAI GLOBAL) საერთაშორისო აუდიტორი. 2010 წელს დააფუძნა ორგანიზაცია „Global Star“. 2011-2015 წლებში იგი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი. 2016 წლის ივნისიდან არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) რექტორი. 2018 წლის ივლისიდან იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. თანამდებობა დატოვა 2019 წლის 7 ნოემბერს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
თანამდებობა შეიქმნა
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
12 ივლისი, 2018 - 7 ნოემბერი, 2019
შემდეგი:
მიხეილ ჩხენკელი