ალექსანდრე ჯეჯელავა
ალექსანდრე ჯეჯელავა (დ. 24 მაისი, 1973) — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2016 წლის ივნისიდან — 2017 წლის 13 ნოემბრამდე.
ალექსანდრე ჯეჯელავა | |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 ივნისი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | გიორგი კვირიკაშვილი |
წინამორბედი | თამარ სანიკიძე |
მემკვიდრე | მიხეილ ჩხენკელი |
დაბადებული | 24 მაისი, 1973 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
რელიგია | მართლმადიდებელი ქრისტიანი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაალექსანდრე ჯეჯელავა დაიბადა თბილისში. მან 1990 წელს დაამთავრა კომაროვის სკოლა, ხოლო 1995 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა — გამოყენებითი მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები. 2003-2005 წლებში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ზოგადი მართვის მიმართულებით — ბიზნესის სკოლა (ESM) — თბილისი. 2009-2010 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი პროექტების მართვის მიმართულებით. 2015 წლიდან არის სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერი, ტრანსფორმაციული ტრენერი.
2016 წლის 3 ივნისიდან ალექსანდრე ჯეჯელავა იკავებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტს. 2010-2016 წლებში იყო მართვის აკადემიის თავმჯდომარე და მთავარი ტრენერი. ამავდროულად ლექციებს კითხულობდა საქართველოს ბანკის უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნესის სკოლაში. იყო ლექტორი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტში და სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში.
მუშაობდა ბიზნესის განვითარების მიმართულებით ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში, სხვადასხვა პოზიციებზე საქართველოს ეროვნულ ბანკში, თიბისი ბანკსა და ინტელექტ ბანკში.
აქვს გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების მიმართულებით. იყო სპიკერი TEDx თბილისი; 2009-2011 წლებში იყო სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში. იყო საინფორმაციო ტექნოლოგიების სტრატეგიული განვითარების კონსულტანტი საქართველოს ლატარიის კომპანიაში.
ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მინისტრი – mes.gov.ge [დაარქივებული]
- Join LinkedIn and access Aleksandre’s full profile.[მკვდარი ბმული]
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: თამარ სანიკიძე |
საქართველოს განათლების მინისტრი 2016 – 2017 |
შემდეგი: მიხეილ ჩხენკელი |