მიხეილ მეფისაშვილი

მიხეილ მეფისაშვილი (დ. უცნობია, ახალციხე — გ. 1902) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ართვინის ოკრუგი გამგებელი, გენერალი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ მეფისაშვილი დაიბადა ახალციხეში, რაბათში, პავლე მეფისაშვილის ოჯახში. მიხეილ მეფისაშვილს კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, შესანიშნავად იცოდა თურქული, სომხური, რუსული ენები, მეტად უყვარდა და ჩინებულად იცოდა ქართული მწიგნობრობა და ისტორია, საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული საზღვრები, განსაკუთრებით კი ოსმალოს საქართველოს ვითარება.

 
„ისეთი მცოდნე, ისეთი შემძლე კაცი მეტად იშვიათია ჩვენს ცხოვრებაში. მასთანვე იგი იყო მეტად მოსული კაცი. წარმოსადეგი ვაჟკაცი, ტანის შედარებით მას ვერავის შევადარებთ, ისეთი „დევივით გმირი“ იყო და ყველა ამაებს ზედ ურთობდა მისი ქართული ტანსაცმელი, ამის მნახველს ცხადად გაახსენდებოდა ჩვენი ძველი დროის დევ-გმირნი,... მიხეილ მეფისაშვილის ნახვით ქართველ კაცს გაახსენდებოდა ძველი ხანა საქართველოს ცხოვრებისა, ანუ მთელი აღმოსავლეთის ქვეყნები და მასთან მეტადრე მეფობა ქართველთა და იმ დროს ქართველი გმირების ხანა, მისი ცხოვრების აღწერას მთელი წიგნი მოუნდება, იგი იშვიათი თვისებების პირი იყო, აღმატებული ღირსება ჰქონდა და მას საქართველოში ყველა კარგად იცნობდა.“

1877 წელს გენერალმა ლორის-მელიქოვმა მიხეილ მეფისაშვილი და გრიგოლ გურიელი გააგზავნა აჭარის ბეგ შერიფ ხიმშიაშვილთან დიპლომატიური მისიით. მიხეილ მეფისაშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჭარის ბეგებთან, იცნობდა ყველა მათ ოჯახის წევრს, მის აზრს ქართველებისა და საერთოდ საქართველოს შესახებ დიდი გავლენა ჰქონდა მათზე. დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა მთელ საქართველოში, შავშეთ-ერუშეთის, ფოცხოვის, ქვაბლიანის, ართვინის მხარეში.

1878 წელს მეფისაშვილი დაინიშნა ართვინის ოკრუგის უფროსად.

გარდაცვალება

რედაქტირება

მიხეილ მეფისაშვილი გარდაიცვალა 1902 წელს. ჟურნალ ივერიაში გამოქვეყნდა ალ. ფრონელის წერილი „მიხეილ მეფისაშვილის გარდაცვალების გამო“. დაკრძალულია ივლიტას ეკლესიასთან ქართველ კათოლიკეთა სასაფლაოზე.

ლიტერატურა

რედაქტირება