ქვაბლიანი
ქვაბლიანი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, ხეობა შუა საუკუნეების სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ სამცხეში (ახლანდელი ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორია). IX საუკუნეში ქვაბლიანის მფლობელი იყო გიორგი ჩორჩანელი. XIII საუკუნეში მეფე დავით VII ულუმ ქვაბლიანი დიდ ფეოდალ სარგის ჯაყელს უბოძა. ოსმალთა მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ აქ 3 ადმინისტრაციული ერთეული იყო: საკუთრივ ქვაბლიანის, ოქროსციხისა და უდესი. ქვაბლიანში შემორჩენილია ქართული კულტურის ძეგლები: ოქროსციხე, ზარზმისა და ჭულეს ეკლესიები; აგრეთვე ეკლესიები სოფელ იჯარეთში, ბოლაჯურში და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.