მიხეილ მიხეილის ძე კოზაკოვი (რუს. Михаи́л Миха́йлович Козако́в; დ. 14 ოქტომბერი, 1934, ლენინგრადი, სსრკ — გ. 22 აპრილი, 2011, რამათ-განი, ისრაელი)[1] [2] — საბჭოთა, რუსული და ისრაელის თეატრისა და კინოს მსახიობი, კინოსა და თეატრის რეჟისორი, სცენარისტი; რსფსრ სახალხო არტისტი (1980), სსრკ სახელმწიფო პრემიის (1967) და რსფსრ ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. (1983).

მიხეილ კოზაკოვი

რუს. Михаи́л Миха́йлович Козако́в
დაბადების თარიღი 14 ოქტომბერი, 1934
ლენინგრადი
გარდაცვალების თარიღი 22 აპრილი, 2011 (76 წლის)
მოსკოვი
საქმიანობა მსახიობი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ კოზაკოვი დაიბადა 1934 წლის 14 ოქტომბერს ლენინგრადში, მწერლის მიხეილ კოზაკოვის (1897-1954) და ზოია ნიკიტინას (გაცკევიჩი, 1902-1973), ლენინგრადის გამომცემლობის რედაქტორის ოჯახში. მამა განათლებული ებრაული ოჯახიდან იყო. დედის ეთნიკური ფესვები იყო სერბულ-ბერძნული; მიხეილის ბებია, ზოია პარასკევა-ბორისოვა, იყო ოდესიდან. სტალინური რეპრესიების წლებში დედა ორჯერ დააპატიმრეს: 1937 წელს (მსახიობის ბებიასთან ერთად, ორივე გაათავისუფლეს 1938 წელს) და მეორედ — 1948 წელს.[3]

დიდი სამამულო ომის დროს მიშა და სხვა ლენინგრადელი ბავშვები ევაკუირებული იყვნენ მოლოტოვის რეგიონში (ახლანდელი პერმის ტერიტორია). 1941 წლიდან 1944 წლამდე ცხოვრობდა კრასნოკამსკის რაიონის სოფელ ჩორნაიაში.

1945 წლიდან სწავლობდა ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში.

1950 წელს თავის მომავალ მეუღლესთან, გრეტა თაართან ერთად მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოინათლა.

1952 წელს ლენინგრადის 222-ე საშუალო სკოლის (ყოფილი პეტრიშულე) დამთავრების შემდეგ, მიხეილ კოზაკოვი ჩაირიცხა მოსკოვის დრამატული თეატრის (МХАТ) სკოლა-სტუდიაში. ბოლო კურსზე სწავლისას მისი წარმატებული კინოდებიუტი შედგა: ჩარლზ ტიბოს როლი შეასრულა პოლიტიკურ დრამაში „მკვლელობა დანტეს ქუჩაზე“ (რეჟ. მიხეილ რომი, 1956).[4]

1956 წელს დაამთავრა მოსკოვის დრამატული თეატრის (МХАТ) სკოლა-სტუდია (პ. ვ. მასალსკის კურსი) და სამუშაოდ წავიდა ვ. მაიაკოვსკის სახელობის თეატრში, სადაც მსახურობდა 1956 წლიდან 1959 წლამდე. ამ სცენაზე 22 წლის ასაკში მან ჰამლეტის როლი შეასრულა. შემდეგ ითამაშა „სოვრმენნიკში“ (1959-1970), მოსკოვის დრამატულ თეატრში (1971-1972), მალაია ბრონნაიას თეატრში (1972-1981) და „ლენკომში“ (1986 წლიდან). ასევე, მიხაილ კოზაკოვის თქმით, მან სარატოვის ახალგაზრდული თეატრის სცენაზე ითამაშა იური კისელიოვთან პიესაში „ჩვეულებრივი ისტორია.“

მან ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, როგორც თეატრისა და კინოს მსახიობმა და რეჟისორმა.[5] ის ბევრს და წარმატებით მუშაობდა ტელევიზიაში, როგორც რეჟისორი („უსახელო ვარსკვლავი“, „პოკროვის კარიბჭე“, „ფაუსტი“ და ა. შ.). გულში ჩამწვდომად კითხულობდა პუშკინის, ტიუტჩევის, პასტერნაკის, ბროდსკის და სხვა პოეტების ლექსებს. სმოკტუნოვსკის, იურსკის, მარკოვთან და მხატვრული კითხვის სხვა ოსტატებთან ერთად მან მონაწილეობა მიიღო გრამფირფიტების ჩაწერაში სერიიდან „XVIII—XX საუკუნეების რუსული პოეზიის გვერდები“.

თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „მესამე ზარი“ [6], მსახიობი წერდა, რომ 1956 წლიდან 1988 წლამდე თანამშრომლობდა სსრკ-ის კგბ-სთან.[7]

1991 წლის აგვისტოში კოზაკოვს მაღალანაზღაურებადი სამსახური შესთავაზეს ისრაელში და ისიც ოჯახით გადავიდა. 4 წლის განმავლობაში ის ივრითზე თამაშობდა სპექტაკლებს თელ-ავივის კამერულ თეატრში, შექმნა რუსული დასი, რომელთანაც მოამზადა 4 სპექტაკლი.

1996 წელს მსახიობი დაბრუნდა რუსეთში და შექმნა საკუთარი დასი სახელად „მიხეილ კოზაკოვის რუსული ანტრეპრიზა“.

 
მიხეილ კოზაკოვი. 2007 წლის 24 აპრილი

2010 წლამდე მიხეილ კოზაკოვი გამოდიოდა მონო სპექტაკლებით (ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლია „პუშკინი და პუშკინის შესახებ“) და როგორც ბროდსკის და ახმატოვას პოეტური ნაწარმოებების მთხრობელი (კერძოდ, მან ჩაწერა CD).

2010 წელს მიხეილ კოზაკოვს მძიმე ავადმყოფობის დიაგნოზი დაუდგინეს. მკურნალობის კურსს გადიოდა ისრაელის კლინიკაში, სადაც 2011 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა. მისივე ნების თანახმად, მსახიობი მოსკოვში გადაასვენეს და დაკრძალეს ვედენის სასაფლაოზე, მამის გვერდით.

მიხეილ კოზაკოვის ცოლები:

  1. გრეტა ანტონის ასული თაარი (დ. 1934; 1955-1966 წლებში), დაამთავრა მოსკოვის თეატრალური სამხატვრო და ტექნიკური სასწავლებელი, კოსტიუმების განყოფილება, „პეტრიშულეს“ ამხანაგი, ცენტრალური ტელევიზიის კოსტიუმების მხატვარი;
    • ქალიშვილი — კატერინა (დ. 1957), ფილოლოგი;
      • შვილიშვილები: დარია (დ.1980) და პოლინა (დ. 1991);
    • ვაჟი — კირილე (დ. 1962), კინომსახიობი;
      • შვილიშვილი — ანტონი (ცხოვრობს ნიუ ჯერსიში);
      • შვილიშვილი — მარია (ალიონა იაკოვლევასგან);
  2. მედეა ბერელაშვილი (1968-1971 წწ.), მხატვარ-რესტავრატორი;
  3. რეგინა სოლომონის ასული ბიკოვა (ვოლზინგერი; დ. 1940; ქორწინება 1971-1988 წწ.), პოეზიისა და პროზის მთარგმნელი ინგლისურიდან რუსულად და რუსულიდან ინგლისურად, მწერალი, 1988 წლიდან ცხოვრობს ნიუ-იორკში;
  4. ანა იამპოლსკაია (დ 1959, 1988-2003 წწ.), GITIS-ის კურსდამთავრებული, მსახიობი და თეატრის პროდიუსერი;
    • ვაჟი — მიხეილი (დ. 1988 წ.);
    • ქალიშვილი — ზოია (დ. 1995 წ.);
  5. ნადეჟდა სედოვა (დ. 1981, 2006-2010 წწ.), ისტორიკოსი.

შემოქმედება

რედაქტირება

ფილმოგრაფია

რედაქტირება

Მსახიობი

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1956 მკვლელობა დანტეს ქუჩაზე Убийство на улице Данте შარლ ტიბო
1960 ეევგენია გრანდე Евгения Гранде შარლ გრანდე
1960 ბალტიის ცა Балтийское небо მფრინავი ბაისეიტოვი
1961 ადამიანი ამფიბია Человек-амфибия პედრო ზურიტა
1974 ჭილის ქუდი Соломенная шляпка ვიკონტი დე როზალბა
1975 გამარჯობა, მე თქვენი დეიდა ვარ! Здравствуйте, я ваша тётя! პოლკოვნიკი ფრენს ჩესნეი
1978 უსახელო ვარსკვლავი Безымянная звезда გრიგი
1978 შეცდომათა კომედია Комедия ошибок ანტიფოლი
1986 დამიცავი, ჩემო თილისმავ Храни меня, мой талисман კამეო
2010 ზოია Зоя ვლადიმერ რაპოპორტი, ოპერატორი
2011 ბორის გოდუნოვი Борис Годунов მამა პიმენი
2011 უკანასკნელი შეხვედრა Последняя встреча იური ანდროპოვი

რეჟისორი

რედაქტირება
  • 1978 — „უსახელო ვარსკვლავი“
  • 1982 — „პოკროვის კარიბჭე“
  • 1983 — „თუ ლოპოტუხინს დავუჯერებთ“
  • 1987 — „პეტერბურგული ფანტაზია“
  • 1989 — „ქალბატონის ვიზიტი“
  • 1991 — „ჩრდილი, ან შესაძლებელია, ყველაფერი კარგად იყოს“
  • 1999 — „ვახშამი ოთხი ხელისთვის“
  • 2002 — „ჯოკერი“
  • 2004 — „ვთამაშობთ შექსპირს“ (დოკუმენტური)
  • 2006 — „ბოროტების მომხიბვლელობა“

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
 
მ. კოზაკოვის საფლავი
  • სსრკ-ის სახელმწიფო პრემია ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგში 1967 წელს (თეატრალური ხელოვნების დარგში) (1967 წლის 1 ნოემბერი) — მოსკოვის „სოვრემენნიკის თეატრის“ სპექტაკლისთვის „ჩვეულებრივი ისტორია“[8]
  • რსფსრ დამსახურებული არტისტი (1969 წლის 1 სექტემბერი)
  • რსფსრ სახალხო არტისტი (1980 წლის 18 დეკემბერი)
  • რსფსრ ძმები ვასილიევების სახელობის სახელმწიფო პრემია (1983 წ.) — სატელევიზიო ფილმში „20 დეკემბერი“ ფ. ე. ძერჟინსკის როლის შესრულებისთვის.
  • ღირსების ორდენი (2010 წლის 15 თებერვალი) — ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში დამსახურებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის[9]
  • სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ორი ჯილდო (1980, 1981)
  • ცარსკოე სელოს ხელოვნების პრემია (1997)
  • პრემია TEFI (2000) — საუკეთესო სატელევიზიო მხატვრული ფილმისთვის „ვახშამი ოთხი ხელისთვის“
  • პრემია TEFI (2005) — ფილმისთვის „ვთამაშობთ შექსპირს“
  • მოსკოვის მთავრობის საპატიო დიპლომი (2004 წლის 12 ოქტომბერი) — დიდი შემოქმედებითი მიღწევებისთვის თეატრალური ხელოვნების განვითარებაში და მისი დაბადებიდან 70 წლისთავთან დაკავშირებით[10]

მსახიობის შემოქმედებას და ხსოვნას მიეძღვნა დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო შოუები

ლიტერატურა

რედაქტირება
  • М.Козаков Третий звонок, М. «Зебра е», 2006, 604 стр.
  • М.Козаков Рисунки на песке, М. «Зебра е», 2006, 736 стр.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Трофименков М.. (2011-04-23) Испанский гранд советской эпохи: Умер Михаил Козаков. Коммерсант, № 72 (4613). kommersant.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2013-04-18.
  2. Умер актёр Михаил Козаков. РИАНовости.рф (2011-04-22). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-17. ციტირების თარიღი: 2013-04-18.
  3. Зоя Александровна Гацкевич (Никитина), 1902—1973, литературный редактор, выпускница 1919 г.. Персоны. Общество друзей школы Карла Мая. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2012-10-10.
  4. Козаков, Михаил Михайлович. allpetrischule-spb.org. ციტირების თარიღი: 2017-09-24.
  5. Москва простится с актёром и режиссёром, народным артистом России Михаилом Козаковым. «ТВ Центр-Москва» (2011-04-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2012-10-10.
  6. Козаков 1996.
  7. Новости NEWSru.com :: Михаил Козаков признался, что был агентом КГБ. ციტირების თარიღი: 2016-04-16
  8. Постановление Центрального Комитета КПСС и Совета Министров СССР от 1 ноября 1967 года № 1003 «О присуждении Государственных премий СССР в области литературы, искусства и архитектуры 1967 года». ციტირების თარიღი: 2018-03-12
  9. Указ Президента Российской Федерации от 15 февраля 2010 года № 188 «О награждении государственными наградами Российской Федерации». ციტირების თარიღი: 2017-04-22
  10. Распоряжение Правительства Москвы от 12 октября 2004 года № 2025-РП «О награждении Почётной грамотой Правительства Москвы». ციტირების თარიღი: 2017-04-22