იოაჰიმ მიურატი

(გადამისამართდა გვერდიდან მიურა, ჟოაკიმ)

იოაჰიმ მიურატი (ფრანგ.: Joachim Murat) (დ. 25 მარტი, 1767, ლაბასტიდ-ფურტიურნიე, დღ. ლაბასტიდ-მიურა, საფრანგეთი — გ. 13 ოქტომბერი, 1815, პიცო, კალაბრია) — ნეაპოლის მეფე 1808–1815 წლებში, ნაპოლეონის სიძე და საფრანგეთის მარშალი.

იოაჰიმ მიურატი
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1767[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბადების ადგილი Labastide-Murat
გარდაცვალების თარიღი 13 ოქტომბერი, 1815[1] [8] [3] [4] [9] [5] [6] [7]
გარდაცვალების ადგილი Pizzo[10]
ჯარის სახეობა დიდი არმია
წოდება Marshal of the Empire
მეთაურობდა Reserve Cavalry Corps
ბრძოლები/ომები ნაპოლეონის ომები, Battle of Donauwörth, ვერტინგენის ბრძოლა, აუსტერლიცის ბრძოლა, იენა-აუერშტედტის ბრძოლა, პროისიშ-აილაუს ბრძოლა, Battle of Heilsberg, სმოლენსკის ბრძოლა, ბოროდინოს ბრძოლა, დრეზდენის ბრძოლა და ლაიფციგის ბრძოლა
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, ოქროს საწმისის ორდენის რაინდი, საფრანგეთის მარშალი, names inscribed under the Arc de Triomphe, შავი არწივის ორდენი, Admiral of France, წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენი და Knight Grand Cross of the Order of Saint Joseph

იოაჰიმ მიურატი ტრადიციულად დამკვიდრებული სახელის რუსული ფორმაა (წარმომავლობა უცნობია). სახელის მართებული ფორმაა "ჟოაკენ მიურა".

ბიოგრაფია

რედაქტირება
მიურატი სამხედრო სამსახურში შევიდა.
ნაპოლეონის იტალიური ლაშქრობის დროს იგი მისი ადიუტანტი იყო.
ნაპოლეონის ეგვიპტის ექსპედიციის დროს მიურატის კავალერიამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა მამელუქების წინააღმდეგ ბრძოლაში და მას დივიზიის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.
9 ნოემბერირევოლუციის VIII წლის 18 ბრიუმერის გადატრიალებაში იგი ნაპოლეონის ერთგული მხარდამჭერი იყო.
მიურამ იქორწინა ნაპოლეონის უმცროს და კაროლინაზე.
ნაპოლეონმა იოახიმ მიურატი საფრანგეთის მარშალი გახადა.
იგი იმპერიის პრინცის ხარისხში იქნა აყვანილი.
15 მარტი — მიურატი, უკვე პრინცი და საფრანგეთის გროსადმირალი ბერგის და კლევეს დიდი ჰერცოგი გახდა.
ნაპოლეონმა მიურატს ნეაპოლის სამეფო აჩუქა.
ახლად დანიშნულმა მეფემ მოდერნიზირება გაუკეთა სახელმწიფო აპარატს და მოაწესრიგა სოციალური და სასამართლო ინსტიტუტები.
რუსეთზე ლაშქრობის დროს იმპერატორსა და მის საუკეთესო კავალერისტს შორის ბზარი გაჩნდა. ნაპოლეონი ეჭვობდა, რომ მიურატი მისი ხელისუფლების დამხობას აპირებდა.
პირველი იმპერიის ბოლო დღეებში იგი შეეცადა კავშირი დაემყარებინა ავსტრიასთან, თუმც “100 დღიან” პერიოდში ისევ ნაპოლეონის მხარე დაიჭირა და დამარცხებულთა ბანაკში აღმოჩნდა. მისმა ავტორიტეტმა ნეოპოლში საგრძნობლად იკლო.
მიურატი შეეცადა ნეაპოლისათვის დამოუკიდებლობის მოპოვებით მოსახლეობის თავის მხარეზე გადაბირებას, მაგრამ ეს ცდა მარცხით დამთავრდა. იგი დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
13 ოქტომბერი — ქალაქ პიცოში ბურბონი მეფის ფერნანდო IV-ის ბრძანებით იოახიმ მიურატი დახვრიტეს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bonar, Hugh S. (Jr.), Joachim Murat : lieutenant of the Emperor, Consortium on Revolutionary Europe 1750-1850 (University of Florida), Articles relatifs totalement ou partiellement à la période 1795-1815, Proceedings 1989.
  • Chavanon, Jules and Georges Saint-Yves, Joachim Murat (1767–1815), Libraire Hachette, 1905.
  • Connelly, Owen, Blundering to Glory: Napoleon's Military Campaigns, Scholarly Resources Imprint, 1987.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Joachim Muratministère de la Culture.
  3. 3.0 3.1 Encyclopædia Britannica
  4. 4.0 4.1 SNAC — 2010.
  5. 5.0 5.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 GeneaStar
  7. 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  8. Joachim Murat / Assemblée nationale
  9. Coupet G. Murat, Joachim, King of Naples // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T060450
  10. Мюрат Иоахим // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.