სმოლენსკის ბრძოლა (1812)

სმოლენსკის ბრძოლა
1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის ნაწილი

სმოლენსკის ბრძოლა 18 აგვისტოს, ალბრეხტ ადამი
თარიღი 16-18 აგვისტო 1812
მდებარეობა სმოლენსკი, რუსეთის იმპერია
შედეგი საფრანგეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
კოორდინატები: 54°47′ ჩ. გ. 32°03′ ა. გ. / 54.783° ჩ. გ. 32.050° ა. გ. / 54.783; 32.050
მხარეები
საფრანგეთის იმპერია რუსეთის იმპერია
მეთაურები
საფრანგეთის დროშა ნაპოლეონ I რუსეთის დროშა ბარკლაი დე ტოლი
რუსეთის დროშა პეტრე ბაგრატიონი
ძალები
45,000–50,000 ჯარისკაცი
84 ზარბაზანი
30,000–35,000 ჯარისკაცი
108 ზარბაზანი
დანაკარგები
10,000 დაიღუპა, დაიჭრა და დაიკარგა 10,000–14,000 დაიღუპა, დაიჭრა და დაიკარგა
14,000 სამოქალაქო პირი დაიკარგა ან დაიღუპა
სმოლენსკის ბრძოლა ვიკისაწყობში

სმოლენსკის ბრძოლარუსეთის ჯარის თავდაცვითი საბრძოლო მოქმედებები ნაპოლეონის ჯარების წინააღმდეგ. გაიმართა 1812 წლის 16-18 აგვისტოს სამამულო ომის დროს. მცირე ხნით შესვენების შემდეგ ნაპოლეონის მთავარმა ძალებმა სმოლენსკის ხელში ჩაგდებისა და რუსეთის პირველი და მეორე არმიების ზურგში გასვლის მიზნით აგვისტოში განაახლეს შეტევა. გენერალ დიმიტრი ნევეროვსკის რაზმმა 14 აგვისტოს კრასნისთან ერთი დღე-ღამით შეაჩერა, ხოლო 16 აგვისტოს გენერალ ნიკოლაი რაევსკის კორპუსმა უკუაგდო ფრანგთა ავანგარდის შეტევები. 16 აგვისტოს საღამოსთვის სმოლენსკის ჩრდილოეთით განლაგდა რუსეთის პირველი და მეორე არმიები. არმიის შენარჩუნების მიზნით მთავარსარდალმა გენერალმა მიხეილ ბარკლაი-დე-ტოლიმ გადაწყვიტა სმოლენსკის დატოვება. მეორე არმიამ უკან დაიხია მოსკოვის გზატკეცილით, ხოლო პირველი არმია უზრუნველყოფდა უკან დახევას. 17 აგვისტოს რუსეთის ჯარები მედგრად იცავდნენ ცეცხლმოდებულ სმოლენსკს.

ლიტერატურა

რედაქტირება