ვერტინგენის ბრძოლა

ვერტინგენის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ავსტრიის იმპერიას შორის 1805 წლის 8 ოქტომბერს. საფრანგეთის არმიას ხელმძღვანელობდა მარშალი იოაჰიმ მიურატი — ავსტრიის არმიას კი ფელდმარშალ-ლეიტენანტი ფრანს აუფენბერგი. ვერტინენგის ბრძოლა იყო ულმის კამპანიის შემადგენელი ნაწილი.

ვერტინგენის ბრძოლის მინიატიურა

ნაპოლეონის ხელმძღვანელობით ფრანგებმა გადასვლა დაიწყეს მდინარე რაინზე 12,000 ათასიანი ჯარით. ავსტრიელებმა კი მდინარე დუნაი გადალახეს ნაპოლეონთან შესახვედრად. მოწინააღმდეგეებს შორის ბრძოლა გაიმართა გერმანიის ქალაქ ვერტინგენთან. ბრძოლაში ფრანგებმა დაკარგეს 200 ჯარისკაცი, ავსტრიელების მხრიდან კი დაიღუპა 400 კაცი და 2,900 დაიჭრა. მნიშვნელოვანმა დანაკარგმა ავსტრიელებს ბრძოლისუნარიანობა დაუკარგა და უკან დახევა დაიწყეს, რითაც ფრანგებმა ისარგებლეს და უკან დაედევნენ. ვერტინგენის ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება