მილოშ ცრნიანსკი
მილოშ ცრნიანსკი (სერბ. Милош Црњански / Miloš Crnjanski; დ. 16 ოქტომბერი, 1893, ჩონგრადი — გ. 30 ნოემბერი, 1977, ბელგრადი) — სერბი მწერალი და პოეტი, ექსპრესიონიზმის მიმდევარი. ის ასევე იყო დიპლომატი და ჟურნალისტი.
მილოშ ცრნიანსკი | |
---|---|
სერბ. Милош Црњански | |
ჯარისკაცი ცრნიანსკი ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არმიაში 1914 წელს | |
დაბადების თარიღი | 16 ოქტომბერი, 1893 |
დაბადების ადგილი | ჩონგრადი, ავსტრია-უნგრეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 30 ნოემბერი, 1977 (84 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბელგრადი, იუგოსლავიის სფრ |
დასაფლავებულია | Alley of Distinguished Citizens |
საქმიანობა | პოეტი, მწერალი, ჟურნალისტი, დიპლომატი |
ენა | სერბული ენა |
ეროვნება | სერბი |
მოქალაქეობა |
ავსტრია-უნგრეთის იმპერია იუგოსლავიის სამეფო იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა |
ალმა-მატერი |
ვენის უნივერსიტეტი ბელგრადის უნივერსიტეტი |
პერიოდი | ავანგარდიზმი |
ჟანრი | პოეზია |
მიმდინარეობა | ექსპრესიონიზმი |
Magnum opus | A Novel about London, Migrations, Q2963184?, The Journal of Carnojevic და Q16086727? |
ჯილდოები | ნინ-ის პრემია[1] [2] და Dis prize[3] |
მეუღლე | ვიდა რუჟიჩი |
ნათესავ(ებ)ი | Dobrosav M. Ružić |
ბიოგრაფია
რედაქტირებამილოშ ცრნიანსკი დაიბადა ჩონგრადში, ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში (თანამედროვე უნგრეთი), ღარიბთა ოჯახში, რომლებიც მოგვიანებით ტემეშვარში (თანამედროვე ტიმიშოარა, რუმინეთი).[4] დაწყებითი სკოლა მან პანჩევოში დაასრულა, ხოლო გრამატიკის სკოლაში ტიმიშოარაში სწავლობდა.[5] ამის დასრულების შემდეგ დაიწყო სწავლა რიეკას საექსპორტო აკადემიაში 1912 წელს, ამავე წლის შემოდგომაზე კი ცრნიანსკიმ მათემატიკისა და ფილოსოფიის შესწავლა დაიწყო ვენაში.[4]
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, ცრნიანსკი გავრილო პრინციპის მიერ ფრანც ფერდინანდის სარაევოში მკვლელობის გამო დევნილად იქცა. საპატიმროში გაგზავნის ნაცვლად, ის მიიყვანეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის არმიაში და გალიციის ფრონტზე გაგზავნეს რუსების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ბრძოლაში 1915 წელს მილოში დაშავდა.[6] ის ვენაში, ჯარისკაცების საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ომის მიწურულს იტალიის ფრონტზე გაამწესეს. ომის შემდეგ ცრნიანსკიმ დაიწყო ედარებადი ლიტერატურის შესწავლა ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[4] მილოშმა სწავლა შეწყვიტა და ვენაში, მიუნხენსა და პარიზში გაემგზავრა. 1921 წლის ზამთარი და ზაფხული მან საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა.[7]
1922 წელს ფილოსოფიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ[5] ცრნიანსკი ასწავლიდა ბელგრადის მეოთხე გრამატიკულ სკოლაში და როგორც მისი სტატიებიდან ირკვევა, მხარს უჭერდა „რადიკალურ მოდერნიზმს“. მის სტატიებს ვხვდებით გაზეთებში, როგორებიცაა: Ideje, Politika და Vreme, სათაურით „მწვავე ლიტერატურული და პოლიტიკური დებატები“.[4]
1928 წელს ნახევრად დიპლომატიურ თანამდებობაზე მუშაობისას მან ერთი წელი გაატარა ბერლინში, მას შემდეგ, რაც იუგოსლავიის მთავრობის ცენტრალრუ პრეს ბიუროს შეუერთდა.[7]
მილოშ ცრნიანსკი შეუერთდა იუგოსლავიის სამეფოს დიპლომატიურ სამსახურს და მუშაობდა გერმანიასა (1935-1938) და იტალიაში (1939-1941) , მანამ სანამ მეორე მსოფლიო ომის გამო ინგლისში არ გადაიყვანეს. ლონდონში ყოფნისას ის არაერთ თანამდებობაზე მუშაობდა და საბოლოოდ გახდა არგენტინული პერიოდული გამოცემა El economist-ის ლონდონის კორესპონდენტი.[4] ამ პერიოდში მან დაწერა „მიგრაციის მეორე წიგნი“ (სერბ. Druga knjiga Seoba) და „მზუხარება ბელგრადზე“ (სერბ. Lament nad Beogradom). მილოში ცრნიანსკი ბელგრადში 20 წლიანი გადასახლების შემდეგ, 1965 წელს დაბრუნდა და ცოტა ხნის შემდეგ გამოაქვეყნა „შეგროვებული ნაშრომები 10 ტომად“ (სერბ. Sabrana dela u 10 tomova). 1971 წელს მან მიიღო პრესტიჟული სერბული ლიტერატურული ჯილდო (სერბ. Ninova nagrada / Нинова награда) წიგნისთვის Roman o Londonu.[4]
ცრნიანსკი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ბელგრადში, 1977 წლის 30 ნოემბერს.[4] ის დაკრძალულია პატივსაცემი მოქალაქეების ხეივანში, ბელგრადის ახალ სასაფლაოზე.[8]
მილოშ ცრნიანსკი მეცნიერებისა და საზოგადოების მიერ სერბული ლიტერატურის კლასიკოსად ითვლება.[9]
შემოქმდება
რედაქტირებაკრინანსკის პირველ წიგნებში გადმოცემული იყო ის, რომ ომს არანაირი შედეგი არ მოაქვს. მან საფუძველი ჩაუყარა ადრეულ ავანგარდისტულ მოძრაობას სერბულ ლიტერატურაში, ამის მაგალითია მილოშის მიერ 1920 წელს შექმნილი „სუმატრას განმარტება“ (სერბ. Lament nad Beogradom).[4]
მისი ნამუშევრების ნაწილი თავად ავტორმა გაანადგურა, ხოლო რომანის, „დონ კიხოტის ვაჟის“ ხელნაწერები სტამბაში დასაბეჭდად გაგზავნის შემდეგ დაიკარგა. ამბობენ, რომ მისი ზოგიერთი ნამუშევარი ლონდონში მოიპარეს. მან ასევე დაწერა მრავალი ესე, სტატია და სხვა სახის ტექსტი.
მისი მიგრაციები ითარგმნა ინგლისურ ენაზე (Harvill 1994, ISBN 0-00-273004-9), სადაც ავტორის სახელი წერია როგორც მილოს ტსერნიანსკი (ინგლ. Milos Tsernianski). თეატრის შესახებ ცრნიანსკიმ დაახლოებით 40-მდე ნაწარმოები შექმნა. მან ასევე დააარსა გაზეთი Putevi (1922) მარკო რისტიჩთან ერთად და პოლიტიკური გაზეთი Ideje (1934). მილოშმა ასევე გამოაქვეყნა ორი წიგნი აღმოსავლეთ ერების პოეზიის ანთოლოგიაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Добитници Нинове награде за књижевност
- ↑ НИН online
- ↑ Градска библиотека "Владислав Петковић Дис" Чачак » Добитници награда
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 Đorđijević, Milena; Domazet, Tatjana. Miloš Crnjanski: a literary life of migration and exile en-GB (2019-10-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-25. ციტირების თარიღი: 2019-11-03
- ↑ 5.0 5.1 Živan Milisavac (1971). რედ. Živan Milisavac: Jugoslovenski književni leksikon (es). ნოვი-სადი (ვოივოდნა, Socialist Republic of Serbia): Matica srpska, გვ. 65–67.
- ↑ Goldwyn, A.J.; Nikopoulos, J. (2016) Brill's Companion to the Reception of Classics in International Modernism and the Avant-Garde, Brill's Companions to Classical Reception. Brill, გვ. 82. ISBN 978-90-04-33549-3.
- ↑ 7.0 7.1 Milutinović, Z. (2011). Getting Over Europe: The Construction of Europe in Serbian Culture, Studia Imagologica. Brill, გვ. 269. ISBN 978-90-420-3272-9.
- ↑ Petrović, Piše: Dragoljub. Zasluge određuje vlast sr-ec. ციტირების თარიღი: 2020-08-03
- ↑ Milošević, Petar (2010). Storija srpske književnosti. Belgrade: Službeni glasnik, გვ. 564. ISBN 978-86-519-0448-9.