პანჩევო

ქალაქი სერბეთში

პანჩევო (სერბ.-ხორ. Pánčevo) — ქალაქი სერბეთში. მდებარეობს ვოევოდინის ავტონომიურ მხარეში, სამხრეთ-ბანატის ოლქისა და პანჩევოს თემის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 76 203 კაცი. ბელგრადიდან დაშორებულია 14 კილომეტრით.

ქალაქი
პანჩევო
Pančevo
დროშა გერბი

ქვეყანა სერბეთის დროშა სერბეთი
ავტონომიური მხარე ვოევოდინა
ოლქი სამხრეთ-ბანატის ოლქი
კოორდინატები 44°52′26″ ჩ. გ. 20°39′07″ ა. გ. / 44.87389° ჩ. გ. 20.65194° ა. გ. / 44.87389; 20.65194
ფართობი 148.8 კმ²
ცენტრის სიმაღლე 80±1 მეტრი
მოსახლეობა 76 203 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი +381 13
საფოსტო ინდექსი 26101
საავტომობილო კოდი PA
ოფიციალური საიტი pancevo.rs
პანჩევო — სერბეთი
პანჩევო

უძველესი სახელწოდება დასახლებისა, რომელიც მდებარეობდა მდინარე ტიმიშისა და დუნაის შერთების ადგილზე, იყო პანუკა. ისტორიის მანძილზე ამ სტრატეგიული ადგილის მფლობელები (რომაელები, კელტები, ჰუნები, ვარები, სლავები, უნგრელები, თატრები, თურქები, გერმანელები) უცვლიდნენ სახელს დასახლებულ პუნქტს და მისი მნიშვნელობაც იცვლებოდა. X საუკუნეში ქალაქს ერქვა პანუცეა ან პანუჩა, XII საუკუნეში — ბანსიფი, XV საუკუნეში — პანჩელი და პენსეი, XVII საუკუნეში — პაიჩოვა და ბანჩოვა, XVIII საუკუნის დასაწყისში — ჩომბა.

პირველად მოიხსენიება 1153 წელს, როგორც სავაჭრო ქალაქი. XV საუკუნეში ქალაქი დაიპყრეს ოსმალებმა და მათი მმართველბის ქვეშ დარჩა 1716 წლამდე. შემდეგ შევიდა ავსტრია-უნგრეთის შემადგენლობაში. 1918 წელს შევიდა იუგოლსავიის შემადგენლობაში და ეწოდა თანამედროვე სახელი. 1999 წელს არაერთხელ დაბომბა ნატოს ავიაციამ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება