მთიხვი
ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა
მთიხვი (Desmana moschata) — ძუძუმწოვარი ცხოველი მწერიჭამიების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 20-22 სმ, მასა 520 გ აღწევს. კუდის ფუძესთან მუშკის ჯირკვლები აქვს, რომელთა ნივთიერება ბეწვს იცავს დასველებისაგან. კარგადაა შეგუებული წყალს. უძველესი რელიქტური სახეობაა. გავრცელებულია მდინარეების ვოლგის, დონისა და ურალის აუზებში, ბინადრობს სოროებში, რომლებსაც გამოსასვლელი წყალში აქვს. იკვებება მუცელფეხიანი მოლუსკებით, წვრილი თევზებით, მწერებით, წურბელებით, აგრეთვე მცენარეებით. შობს 1-5 თვალაუხილავ შიშველ, უმწეო ნაშიერს. ბეწვი მტკიცე და მაღალხარისხოვანია, თუმცა დიდი სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. მთიხვის რიცხვი მკვეთრად მცირდება, რის გამოც მას იცავენ.
მთიხვი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Desmana moschata | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Endangered : 6506 | |||||||||||||
|
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 674.