მუშკის ჯირკვლები
მუშკის ჯირკვლები — ზოგი ქვეწარმავლისა და ძუძუმწოვრის მამლის კანის ჯირკვლები. გამოყოფენ ნივთიერებას — მუშკს, რომლითაც იზიდავენ დედლებს და მონიშნავენ დაკავებულ ტერიტორიას. მუშკის ჯირკვლები განსაკუთრებით კარგად აქვს განვითარებული ნიანგს, ჰატერიას, ზოგიერთ გველს; ძუძუმწოვრებიდან — მუშკს, თახვს, მთიხვს და სხვა ცხოველს.
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 225.