მთის რგოლურა პარკხვევია

მთის რგოლურა პარკხვევია (ლათ. Malacocoma parallela) — პეპელა პარკხვევიასებრთა ოჯახისა. ადრე ეს სახეობა რგოლურა პარკხვევიას გეოგრაფიული ფორმა ეგონათ, რადგან გარეგნულად ჰგავს, მაგრამ განსხვავდება იმით, რომ მთის რგოლურა პარკხვევიას კვერცხსადები დაფარულია აპკის ფენით და არ ჩანს ცალკეული კვერცხები. ასევე, კვერცხები სპირალურად არ არის განლაგებული, როგორც რგოლურა პარკხვევიასი. კვერცხსადებზე წარმოქმნილია მოვერცხლისფერო ბრჭყვიალა აპკი, რაც მას აძლევს კასრისებრ ფორმას.[1]

მთის რგოლურა პარკხვევია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  პარკხვევიასებრნი
გვარი:  Malacocoma
სახეობა:  მთის რგოლურა პარკხვევია
ლათინური სახელი
Malacocoma parallela (Staudinger, 1887)

ახასიათებს ერთწლიანი გენერაცია. პეპლები ფრენენ ივნის-ივლისში. კვერცხებს დებენ ერთ-ორ წლიან ტოტებზე. მუხლუხების გამოჩეკვა აღინიშნება მცენარის ფოთლების გაშლის პერიოდში. მუხლუხის ფაზა 45–50 დღე გრძელდება. დაჭუპრება ხდება სუსტად დაწნულ ყვითელ პარკებში. ჭუპრის ფაზის ხანგრძლიობა 10–12 დღეა, რის შემდეგადაც გამოფრინდებიან პეპლები.[1]

მკვებავი მცენარეებია: მუხა, ჭნავი, კუნელი, პანტა, კაკალი, იფანი, მაყვალი, ჟოლო, კოწახური, ასევე ხეხილი (ვაშლი, მსხალი, კომში, ნუში და სხვა).[1]

  1. 1.0 1.1 1.2 მანდარია ნ., დიდმანიძე ე., იმერეთში გავრცელებულ ქერცლფრთიანების ზეოჯახ აბრეშუმქსოვებისებრთა (LEPIDOPTERA, BOMBYCIDOIDEA) მავნე სახეობები // აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოამბე, №2, 2013. — გვ. 161–162.