ცირცელი (გვარი)

(გადამისამართდა გვერდიდან ჭნავი)

ცირცელი (ლათ. Sorbus) — მერქნიან მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. უმეტესად ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია.

ცირცელი

ჩვეულებრივი ცირცელი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sorbus (L., 1753)
სინონიმები

100-მდე სახეობა (სხვა მონაცემებით გაცილებით ნაკლები) გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. საქართველოში 14 სახეობაა, მათ შორის 10 კავკასიის ენდემია, 2 — საქართველოსი; უმეტესობა ტყის ზედა და სუბალპურ სარტყელში იზრდება, ზღვის დონიდან 1800-2500 -მდე, ზოგი — მთის შუა სარტყელის ტყეებშიც, ზღვის დონიდან 1700 მ-მდე, ყველა სახეობა დეკორატიულია. ცირცელი-ს, Sorbus domestica-ს და სხვათა ნაყოფს იყენებენ საკონდიტრო მრეწველობაში; მათი მერქანი მძიმეა, მდგრადი, მაგარი და მკვრივი; იყენებენ სახარატო საქმეში და ავეჯის დასამზადებლად.

ლიტერატურა

რედაქტირება