პარკხვევიასებრნი
პარკხვევიასებრნი (ლათ. Lasiocampidae) — მწერების ოჯახი ქერცლფრთიანების რიგისა. დიდი (11-13 სმ) და საშუალო ზომის პეპლებია. მათი ფრთების შლილი 8 სმ აღწევს. მსხვილი, უხვად შებუსული სხეული აქვთ, პირის აპარატი განუვითარებელია. მატლი დაფარულია ბუსუსებით. დაჭუპრების მომენტში მატლი ქსოვს შავ ან მუქ მურა, კასრისებრ ან ოვალურ პარკს. გამოიზამთრებს მატლი, ზოგჯერ ჭუპრი, იშვიათად კვერცხიც. ოჯახში 10000 სახეობაა, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკებში. ტყისა და ხეხილის ძლიერი მავნებელია Malacosoma neustrium. იშვიათი სახეობებიდან საქართველოში გვხვდება კვიპაროსის მსხვილტანა (Pachypasa otus) და ველის ბინადარი Eriogaster neogena.
პარკხვევიასებრნი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Lasiocampa quercus | |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Lasiocampidae | |||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- დიდმანიძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 692.