მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ისტორია კორეაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მეცნიერების და ტექნოლოგიების ისტორია კორეაშიკორეაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ქრონოლოგია, რომელიც დაიწყო უძველესი დროიდან და გრძელდება დღემდე.

წინაისტორია

რედაქტირება

პალეოლითის ბოლოს, კორეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ეუფლებოდნენ მიკროლიტებს—მაღალეფექტურ ინსტრუმენტებს. პალეოლითის ხანაში ადამიანებმა უკვე დაიწყეს დიდი რაოდენობით მცენარეების ათვისება, რომლებსაც შემდგომში სამკურნალო დანიშნულებისათვის იყენებდნენ. ნეოლითის ხანიდან შემორჩენილია თიხატკეპნილი ნახევრადმიწურების ნაშთები, თიხის ჭურჭელი, სამარხი ნაგებობანი ძვ.წ. პირველი საუკუნიდან, ლითონის იარაღი და თიხის ჭურჭელი. არქეოლოგიური გათხრები ჩეჯუდოში მოწმობს, რომ პირველი თიხის ჭურჭელი ძველი წელთაღრიცხვით 8500-8000 წწ -ში დამზადდა. ძველი დროიდან დაიწყო მცენარეთა კულტივირება,  განვითარდა სარწყავი მიწათმოქმედება, მებრინჯეობა, მეაბრეშუმეობა. [1]

თიხის  ჭურჭლის დამზადების დახვეწილმა ტექნოლოგიამ გააუმჯობესა საკვების წარმოება, რამაც საბოლოოდ  მუმუნის პერიოდში  გამოიწვია სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარება კორეის ნახევარკუნძულზე.[2]

მუმუნის პერიოდში  ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 1500  წ. ფერმერებმა დაიწყეს  დარგვის სისტემის ახალი მეთოდის გამოყენება, რაც საშუალებას აძლევდა წელიწადში რამდენიმე მოსავალი აეღოთ.

კორეასა და აღმოსავლეთ აზიის მიმდებარე ტერიტორიებზე,  ძვ.წ. 1500 – დან 500  წწ.   მოჰყავდათ სოიო. იმავე პერიოდში  კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთით დატბორილ მინდვრებზე დაინერგა ბრინჯის გაშენების უაღრესად რთული სისტემა. არქეოლოგიური გათხრების დროს გაკეთებული აღმოჩენები მიუთითებს, რომ ძვ.წ.  850  წლიდან  შეიცვალა საცხოვრებლის გათბობის სისტემა. 850 წლამდე სახლებს ათბობდნენ კერების (ცეცხლის დასანთები და შესანახი ადგილი საცხოვრებელში) მეშვეობით, რომლებსაც პირდაპირ სახლის იატაკში თხრიდნენ. ძვ.წ  850 წლის შემდეგ კერები გაქრა მიწის სახლის (ინგლ. pit-house ) ინტერიერის არქიტექტურიდან და სავარაუდოდ  ჩაანაცვლა გათბობის  ბრაზის მსგავსმა ტექნოლოგიამ ჰოსეოში, ჰონამსა და დასავლეთ იონამში.[3][4]

ბრინჯაოს საგნები კორეის ნახევარკუნძულზე ჩვ.წ.აღ-მდე 900 წელს გამოჩნდა.. დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ნიმუშები აჩვენებს, რომ ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ხალხი ბრინჯაოს საგნების წარმოებით იყო დაკავებული.  ძვ.წ. 700 წლიდან კორეაში დაიწყო რკინის ნივთების წარმოება. კორეელების მიერ დამზადებული რკინის იარაღები შემდგომში გავრცელდა მთელ რეგიონში. რკინის დანადგარები უფრო მეტად უწყობდა ხელს  სოფლის მეურნეობის ინტენსიური გაფართოებას კორეის ნახევარკუნძულის ახალ ტერიტორიებზე.ასევე ცნობილია, რომ კორეელებმა გამოიგონეს იატაკის გათბობის „ონდოლის“ სისტემა, რომელიც  პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ ოკჩოში ძვ.წ 2500 წელს.[5][6][7][8]

სამი სამეფოს პერიოდი

რედაქტირება
 
ჩეომსეონგდაეს ობსერვატორია

კერამოგრანიტული  ნაწარმის წარმოება, როდესაც თიხა ღუმელში 1000 ° C ტემპერატურაზე იწვის, პირველად გამოჩნდა კორეის ნახევარკუნძულზე ამ ისტორიული ეპოქის განმავლობაში. სამი სამეფოს პერიოდში  ფართო მასშტაბი მიიღო კერამიკისა და ფილების წარმოებამ.[9] კორეის სამი სამეფოს ხანის  დღემდე შემორჩენილი ნაგებობაა ჩეომგსეონგდაე (კორ.:첨성대), რაც კორეულად ნიშნავს „კოშკი ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად“ .ჩეომსეონგდაე - ერთ – ერთი უძველესი ობსერვატორიაა დედამიწაზე. იგი აშენდა დედოფალ სონდოკის დროს. კოშკი აგებულია 366 გრანიტის ნაწილისგან, რაც მთვარის წლის 366 დღის სიმბოლოა და 12 ქვის ბლოკისაგან, რომელიც წარმოადგენს  წელიწადის 12 თვეს. ობსერვატორიის არქიტექტურული სტილი მკაცრად განიცდიდა ბუდიზმის გავლენას.[10]

ცხრა იარუსიანი ხის პაგოდა— ჰვანგიონგსა, რომელიც დედოფალ სონდოკის ბრძანებით აღიმართა მთავარი ტაძრის აშენების შემდეგ, ითვლება კორეის ადრეული ისტორიის ყველაზე მასშტაბურ სტუპად. მისი სიმაღლე იყო 80 მ. დღემდე შემორჩა მხოლოდ პაგოდას ქვის საძირკველი, რაც წარსულში მისი დიდი ზომის შესახებ მოწმობს. ჰვანგნიონსაში დაცული იყო მნიშვნელოვანი ბუდისტური რელიქვიები.

კორიოს დინასტია

რედაქტირება

1234 წელს, კორიოს დინასტიის დროს, იუნგ იუნ იემმა გამოიგონა მსოფლიოში პირველი ლითონის მოძრავი საბეჭდი სისტემა. ამ გამოგონებამ  ტქსტის აკრეფის პროცესი გახადა უფრო ეფექტური და ასევე გაზარდა წიგნიერების დონე, რასაც ჩინელი მოგზაურები უყურებდნენ როგორც ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს. მოგვიანებით,  ბეჭდვის ეს სისტემა მონღოლეთის იმპერიამ მიიღო. არსებობს ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ჩონის გამოგონებამ იოჰანეს გუტენბერგის სტამბაზე: როდესაც მონღოლები შეიჭრნენ ევროპაში,  შეიტანეს აზიაში გამოგონილი ზოგიერთი ტექნოლოგიური სიახლე.[11][12][13][14][15]

ჩოსონის დინასტია

რედაქტირება
 
კორეის ციური გლობუსი პირველად შექმნა მეცნიერმა ჯანგ იონგ შილმა მეფე სეჯონ დიდის მეფობის დროს.

ჩოსონის დინასტიის მეფის, სეჯონგ დიდის მეფობა  მეცნიერების განვითარებით აღინიშნა. სეჯონგის ახალმა პოლიტიკამ  დაბალი სტატუსის მქონე ადამიანებს მთავრობაში მუშაობის საშუალება მისცა.  მათგან აღსანიშნავია  იანგ იონგ-სილი -  ერთ – ერთი ყველაზე ცნობილი კორეელი გამომგონებელია. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ  ააგო ისეთი მნიშვნელოვანი კონსტრუქციები, რითაც  მშრომელ ადამიანებს  გაუადვილა საქმიანობა. მაგალითად, აკვედუკი, არხები და სხვა. შედეგად, მას  უფლება მისცეს ეცხოვრა სამეფო სასახლეში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა მეცნიერთა ჯგუფს, რომელიც მუშაობდა ქვეყანაში მეცნიერების გაუმჯობესებაზე.

მისი ერთ-ერთი გამოგონება იყო წყლის ავტომატური საათი - Jagyeokru, რომელიც მუშაობდა ხის ფიგურების აქტიური მოქმედების წყალობით, რითაც დრო განისაზღვრებოდა. საათი შეიქმნა 1434 წელს. შემდგომში მას დაემატა ასტრონომიული მოწყობილობები, განახლებული საათი კიდევ უკეთესი და ორჯერ უფრო სწრაფი იყო, ვიდრე წინა. იანგ იონგ-სილის ეკუთვნის აგრეთვე წყლისა და ატმოსფერული ნალექების საზომი ხელსაწყოები.

ასევე ჩოსონის დინასტიის დროს მოღვაწეობდა ექიმი ჰო ჩუნი. მან დაწერა უამრავი ტექსტი მედიცინის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დონგ უიპოგამმ, რომელმაც  მოახდინა ინტერპრეტაცია ტრადიციული კორეული მედიცინის სხვადასხვა საკითხებზე. მისი ნაშრომები გასცდა კორეას და შეაღწია ჩინეთსა და იაპონიაში, სადაც მას დღემდე  აღმოსავლური მედიცინის კლასიკოსად თვლიან.

ჩოსონის დინასტიის დროს ასტრონომია პიკს მიაღწია. ამის დასტურია ჩან იონგ-სილის ციური გლობუსი, რომელსაც სხვა მოწყობილობებისგან განსხვავებით, დღისა და ღამის მიუხედავად, შეუძლია განსაზღვროს მზის, მთვარის, ვარსკვლავების პოზიცია.[16]

თანამედროვე პერიოდი

რედაქტირება

ჩრდილოეთ კორეა

რედაქტირება

ჩრდილოეთ კორეამ მიაღწია პროგრესს კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფის საკითხში, თუმცა აპარატურის მხრივ  გარკვეული სირთულეები არსებობს. ზოგადად, პროგრამული უზრუნველყოფა მაღალ დონეზეა და მომავალში შეიძლება გახდეს ერთ – ერთი მთავარი საექსპორტო პუნქტი მსოფლიო დონის ხმის ამომცნობთან, ასევე ავტომატური მართვისა და მონიტორინგის სისტემებთან და სამედიცინო ტექნოლოგიებთან ერთად.

კორეის კოსმოსური ტექნოლოგიების კომიტეტი (KSCT)  — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო კოსმოსური სააგენტო. KKKT აკონტროლებს  სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტს და თანამშრომლობს რამდენიმე მნიშვნელოვან ინსტიტუტთან, როგორიცაა მეცნიერებათა სახელმწიფო აკადემია და სტრატეგიული სარაკეტო ძალების ბიურო.

ჩრდილოეთ კორეა იკვლევს და ეწევა  სამხედრო ტექნოლოგიების დანერგვას. მათგან აღსანიშნავია:  ულტრა მცირე წყალქვეშა ნავები და დაკომპლექტებული ტორპედოები ,ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღები,  ქვეით საწინააღმდეგო  ლაზერები  და ბალისტიკური რაკეტები.[17][18]

სამხრეთ კორეა

რედაქტირება

სამხრეთ კორეაში სამეცნიერო და ტექნოლოგიურ განვითარებას თავდაპირველად არ  ჰქონდა მასშტაბური  ხასიათი ისეთი ისტორიული პროცესების გამო, როგორიცაა კორეის დაყოფა და კორეის ომი. სამხრეთ კორეის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარება 1960-იან წლებში მოხდა პანკ ჩუნგ ჰის დიქტატურის დროს, როდესაც ინდუსტრიალიზაციისა და Samsung და LG Group-ის წყალობით რესპუბლიკის ეკონომიკა გაიზარდა.

სეული მსოფლიოში სარგებლობს როგორც ციფრული ტექნოლოგიების, ასევე მსოფლიოს ტექნოლოგიური დედაქალაქის სტატუსით. სამხრეთ კორეა ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე ქვეყნებს შორისაა  ასევე არის მსოფლიოს ლიდერი ელექტრონიკის, ციფრული დისპლეების, ნახევარგამტარული მოწყობილობების და მობილური ტელეფონების წარმოების მხრივ.[19]

სამხრეთ კორეა ახორციელებს რადიოაქტიური იზოტოპური აღჭურვილობის ექსპორტს სამედიცინო გამოყენებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი, იაპონია, თურქეთი და სხვა.

სამხრეთ კორეას მჭიდრო პარტნიორობა აქვს რუსეთთან კოსმოსური სფეროში  და უკვე გაუშვა Arirang-1 და Arirang-2 ERS თანამგზავრები, რომლებიც აღჭურვილი იყო სათვალთვალო კამერებით.

განახლებადი ენერგიის სფეროში, გვანჯუს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტთან ერთად, წარმატებით განავითარეს ფოტოელემენტები  6,5% ენერგოეფექტურობით.[20]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Barnes, Gina L. 2001 State Formation in Korea: Historical and Archaeological Perspectives. London: Curzon
  • Crawford, Gary W. and Gyoung-Ah Lee 2003 Agricultural Origins in the Korean Peninsula. Antiquity 77(295):87-95.
  • Kuzmin, Yaroslav V. 2006 Chronology of the Earliest Pottery in East Asia: Progress and Pitfalls. Antiquity 80: 362—371.
  • Lee, Sung-joo. 1998. Silla — Gaya Sahwoe-eui Giwon-gwa Seongjang [The Rise and Growth of Society in Silla and Gaya]. Seoul: Hakyeon Munhwasa.
  • Seong-Rae, Park. 2005. Science and Technology In Korean History, Excursions, Innovations and Issues.
  • Sang-woon, Jeon. 1998. A History of Science in Korea.
  1. Kuzmin, Yaroslav V (2006). "Chronology of the Earliest Pottery in East Asia: Progress and Pitfalls". Antiquity. 80(308): 362–371 doi: 10.1017/s0003598x00093686[მკვდარი ბმული]. S2CID 17316841[მკვდარი ბმული].
  2. Crawford and Lee
  3. "The History of Science and Technology in Korea". Internet 1996 World Exposition. Retrieved 3 July 2007.
  4. "Ancient 'Ondol' Heating Systems Discovered in Alaska". Chosun Ilbo. 27 June 2007. Archived from the original on 13 October 2007.
  5. Yang, Hong-Jin. Astronomical signs of Korean tombs(PDF). Daejeon, Korea: Korean Astronomy and Space Science Institute. Archived from the original on 24 September 2016. Retrieved 16 August 2017.
  6. Application of the control methods for radiant floor cooling system in residential buildings Building and Environment Volume 41, Issue 1, January 2006, Pages 60-73 [1]
  7. 温突—朝鲜族民居的独特采暖方式 (ჩინურ.) 2000. Journal of Shenyang Archit Civil Eng Univ [2]
  8. https://www.youtube.com/watch?v=3s6CUCiib2w
  9. Barnes, Gina L. 2001 State Formation in Korea: Historical and Archaeological Perspectives. London: Curzon, pp. 100-101.
  10. Lee, Sung-joo. 1998. Silla - Gaya Sahwoe-eui Giwon-gwa Seongjang [The Rise and Growth of Society in Silla and Gaya]. Seoul: Hakyeon Munhwasa.
  11. "Korean Classics : Asian Collections: An Illustrated Guide (Library of Congress - Asian Division)". Library of Congress. United States Congress. Retrieved 19 August2016.
  12. "Gutenberg Bible". დაარქივებული 2016-10-25 საიტზე Wayback Machine. British Library. The British Library Board. Retrieved 19 August 2016.
  13. "Movable type - Oxford Reference". Oxford Reference. Oxford University Press. Retrieved 19 August 2016.
  14. "World Treasures: Beginnings". Library of Congress. United States Congress. Retrieved 15 July 2016.
  15. Baek Sauk Gi (1987). Woong-Jin-Wee-In-Jun-Gi #11 Jang Young Sil, page 61. Woongjin Publishing.
  16. 백석기 (1987). 웅진위인전기 #11 장영실. 웅진출판사. p. 56.
  17. North Korean Red Star operating system details emerge, BBC, 6 April 2010
  18. "North Korea 'develops stealth paint to camouflage fighter jets', The Daily Telegraph, 23 August 2010
  19. Korea’s science competitiveness moves up to 5th place: global report | Korea.net News დაარქივებულია 10 ივლისი 2012 წ.
  20. OECD Broadband Statistics to June 2006