სონდოკი
სონდოკი (ასევე დიდი დედოფალი სონდოკი და სონდოკი, სილას დედოფალი; კორ. 선덕여왕; 647) — კორეული სამეფო სილას ნახევრადლეგენდარული მმართველი, კორეის ისტორიაში პირველი მმართველი დედოფალი. სონდოკი სილას დედოფალ-რეგენტის სტატუსით 632-დან 647 წლამდე მართავდე.[1]
სონდოკი | |
---|---|
კორ. 선덕여왕 ჰანჯა 善德女王 | |
სილა, კორეა | |
მმართ. წლები: | 632–647 |
კორონაცია: | 632 |
წინამორბედი: | ჯინფიონგი |
მემკვიდრე: | ჯინდოკი |
სონდოკი ითვლება კორეის XXVII მეფედ და პირველ მმარველ დედოფლად. იგი ასევე იყო მეორე ქალი მმართველი აღმოსავლეთ აზიის ისტორიაში. დედოფალ სონდოკის სახელს უკავშირდება სილას ლიტერატურის, აზროვნებისა და ხელოვნების რენესანსი.[2] მისმა გადაწყვეტილებამ ჩინეთის თანის დინასტიასთან სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის შექმნის შესახებ განაპირობა კორეის გაერთიანება სილას სამეფოს მმართველობის ქვეშ.
თანამედროვე კორეასა და კორეულ ფოლკლორში სონდოკი რჩება პოპულარულ ფიგურად: ლეგენდებში იგი მოხსენიებულია როგორც კეთილი მმართველი, რომელიც ღარიბებს ეხმარებოდა და ბუდიზმს მფარველობდა. მისი მმართველობა ხშირად „კეთილდღეობის მეფობად“-აც მოიხსენიება. ქრონიკაში სამგუკ საგი, სონდოკი აღწერილია, როგორც „სულგრძელი, კეთილმოსურნე, ბრძენი და ჭკვიანი“.[3] 646 წელს დედოფლის ხელშეწყობით დაარსდა ბუდისტური მონასტერი თონდოსა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Djun Kil Kim, The History of Korea, 2nd Edition, ABC-CLIO, 2014, ISBN 1610695828.
- Ким Бусик., Самгук саги, მოსკოვი: Восточная литература, 2001.
- Lee, Bae-yong, Women in Korean History, Ewha Womans University Press, 2008.
- Wollock, Jennifer G., Rethinking Chivalry and Courtly Love, Praeger, 2011.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Il-yeon: Samguk Yusa: Legends and History of the Three Kingdoms of Ancient Korea, translated by Tae-Hung Ha and Grafton K. Mintz. Book One, page 57. Silk Pagoda (2006). ISBN 1-59654-348-5
- ↑ Silla: Korea and the Silk Road, by Koreasociety
- ↑ Hwang, Kyung Moon (2016). A history of Korea : an episodic narrative, 2nd. London, გვ. 20. ISBN 9781137573568. OCLC 963173954.