ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მერი დაგლას ლიკი (ბრიტანული აკადემიის წევრი; დ. 6 თებერვალი, 1913 ― გ. 9 დეკემბერი, 1996) ― ბრიტანელი პალეოანთროპოლოგი. პირველმა აღმოაჩინა პროკონსულის, გადაშენებული პრიმატის ნამარხი თავის ქალა, რომელსაც დღეისთვის ადამიანთა წინაპრად მიიჩნევენ. მანვე აღმოაჩინა Paranthropus boisei-ის თავის ქალა ოლდუვაიში, ტანზანიაში, აღმოსავლეთი აფრიკა. კარიერის დიდი ნაწილი მის ქმართან, ლუის ლიკთან ერთად მუშაობდა ტანზანიაში, სადაც ჰომინიდების ნამარხი ნაშთები და ქვის იარაღები აღმოაჩინეს. მერი ლიკმა ოლდუვაიში აღმოჩენილი ქვის იარაღების კლასიფიცირების სიტემა განავითარა. მანვე აღმოაჩინა ლაეტოლის ტერფის ანაბეჭდები და ლაეტოლის არქეოლოგიური საიტი, სადაც 3.7 მილიონ წელზე ძველი ჰუმინიდების ნამარხი ნაშთები აღმოაჩინეს.

მერი ლიკი
დაბ. თარიღი 6 თებერვალი, 1913(1913-02-06)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 9 დეკემბერი, 1996(1996-12-09)[1] [2] [3] [4] [8] [5] [7] (83 წლის)
გარდ. ადგილი ნაირობი[9]
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ანთროპოლოგი[10] , არქეოლოგი[11] , პრეისტორიკოსი, პალეოათროპოლოგი, ბიოლოგი და პალეონტოლოგი
სამეცნიერო ხარისხი საპატიო დოქტორი, საპატიო დოქტორი და საპატიო დოქტორი
მეუღლე Louis Leakey
შვილ(ებ)ი Richard Leakey[8] , Philip Leakey[8] და Jonathan Leakey[8]
ჯილდოები პრესტვიჩის მედალი, Elizabeth Blackwell Award[12] , ჰაბარდის მედალი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Gold Medal of the Society of Woman Geographers[13]

კარიერის მანძილზე ლიკიმ ცხოველთა 15-ზე მეტი ახალი სახოება აღმოაჩინა. მანვე შეურჩია სახელი ერთ-ერთ ახალ გვარს.

1972 წელს მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ ლიკი ოლდუვაის გათხრების დირექტორი გახდა. შეინარჩუნა ლიკის ოჯახის ტრადიცია პალეოანთროპოლოგიაში, რომელიც მისმა შვილმა, რიჩრდ ლიკიმ გააგრძელა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ბავშვობა

რედაქტირება

მერი ლიკი 1913 წლის 6 თებერვალს დაიბადა ლონდონში, ინგლისში, ერსქინ ნიკოლისა და სესილია მარიონ ნიკოლის ოჯახში. ნიკოლების ოჯახი აშშ-ში, იტალიასა და ეგვიპტეში სხვადასხვა ადგილას ცხოვრობდნენ, სადაც ერსქინი წყლის საღებავებით ხატავდა, შემდეგ კი ნამუშევრებს ინგლისში ყიდდა. მოგზაურობების დროს მერი ეგვიპტოლოგიით დაინტერესდა.

დედის მხრიდან მერი ანტიკვარ ჯონ ფრერის შვილთაშვილი იყო. XIX საუკუნეში ფრერის ოჯახი ბრიტანეთის იმპერიაში აქტიური აბოლიციონისტი იყო და გათავისუფლებული მონებისთვის რამდენიმე კომუნა დააარსეს. სამი კომუნა ჯერ კიდევ აქტიური იყო, როდესაც ლიკმა ავტობიოგრაფია „ფრერიტაუნი (კენია), ფრერიტაუნი (სამხრეთი აფრიკა) და ფრერიტაუნი (ინდოეთი)“ გამოაქვეყნა (1984).

ნიკოლების ოჯახმა დიდი დრო გაატარა სამხრეთ საფრანგეთში, რის შემდეგაც მერიმ ფრანგული ენა ისწავლა. 1925 წელს, როდესაც მერი 12 წლის იყო, ნიკოლები Les Eyzies-ის კომუნაში დარჩნენ, სადაც ფრანგი არქეოლოგი და პრეისტორიკოსი, ელი პეირონი მიმდებარე გამოქვაბულებს თხრიდა. ადრეულ ეტაპზე პეირონი სამეცნიერო დანიშნულებით არ თხრიდა და მის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტების მნიშვნელობასაც სათანადოდ ვერ აფასებდა. მერიმ პეირონთან ერთად გათხრებზე დასწრების ნებართვა მიიღო, რის შემდეგაც პრეისტორიითა და არქეოლოგიით დაინტერესდა. მან მონეტების, საფხეკებისა და ხანჯლების შეგროვება დაიწყო და მისი პირველი საკლასიფიკაციო სისტემა შეიმუშავა.[14]

მოგვიანებით ნიკოლების ოჯახი კაბრერეში, სოფელ ლოტში (საფრანგეთი) გადასახლდა, სადაც მერი აბე ლემოსის, სოფლის მღვდელს შეხვდა, რომელის მისი მენტორი გახდა. ისინი ერთად სტუმრობდნენ პეშ-მერის გამოქვაბულს, სადაც ბიზონებისა და ცხენების პრეისტორიულ ნახატებს ათვალიერებდნენ.[15]

განათლება

რედაქტირება

1926 წელს, 13 წლის ასაკში მერის მამა კიბოსგან გარდაეცვალა. ის და დედამისი ლონდონში დაბრუნდნენ. მერი ადგილობრივ კათოლიკურ მონასტერში მიაბარეს. ლექსის ხმამაღლა წაკითხვაზე უარის თქმისა და ქიმიის ლაბორატორიაში აფეთქების მოწყობის გამო მეორე სამონასტრო სკოლიდან გარიცხეს.[16] დედამ ორი მასწავლებელი დაიქირავა, თუმცა მათი წარუმატებელი სწავლების გამო, შემდეგში ძიძის დაქირავება ამჯობინა.

მერი ილუსტრაციებითა და არქეოლოგიით იყო დაინტერესებული, მაგრამ ფორმალური საუნივერსიტეტო განათლების მიღების საშუალება არ ჰქონდა. დედა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს დაუკავშირდა, თუმცა ამ უკანასკნელმაც ურჩია, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მცდელობა დროის კარგვა იქნებოდა. უნივერსიტეტთან შეხება მერის 1951 წლამდე აღარ ჰქონია, სანამ საპატიო დოქტორის ხარისხი არ მიენიჭა.

ოჯახი კენსინგტონში, დასავლეთ ლონდონში გადასახლდა, სადაც მერი დაურეგისტრირებლად ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ლონდონის მუზეუმის არქეოლოგიის ლექციებსა და მასთან დაკავშირებულ ლექციებს ესწრებოდა. ლონდონის მუზეუმში ის მორტიმერ უილერთან სწავლობდა.[17] მერიმ საზაფხულო გათხრებში მიიღო მონაწილება. უილერი პირველი იყო, ვინც გათხრებში მონაწილეობის უფლება მისცა. მერი ვერულამიუმის, რომაული არქეოლოგიური საიტის გათხრებში მონაწილეობდა. შემდეგი იყო ჰემბიური, ნეოლითური საიტი, სადაც მაც დოროთი ლიდელი ხელმძღვანელობდა. ლიდერი მერის 4 წლის მანძილზე, 1934 წლამდე ხელმძღვანელობდა. ლიდელისთვის შესრულებულმა იარაღების ილუსტრაციებმა დოროთი კატონ თომპსონის ყურადღება მიიპყრო და 1932 წელს ის კატონ თომპსონის წიგნის უდაბნო ფაიუმი ილუსტრატორად მუშაობდა.[18]

გარდაცვალება

რედაქტირება

მერი ლიკი 1996 წლის 9 დეკემბერს ნაირობიში, კენია, გარდაიცვალა, 83 წლის ასაკში. მის ოჯახს გარდაცვალების შესახებ საუბრისას სიკვდილის მიზეზი არ დაუსახელებია და აღნიშნეს, რომ მშვიდად გარდაიცვალა.[19]

მემკვიდრეობა

რედაქტირება

2013 წლის აპრილში გაერთიანებულ სამეფოში Royal Mail-მა ლიკი სამახსოვრო საფოსტო ბარათებზე გამოსახა.[20] 2013 წლის 6 თებერვალს მერი ლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს Google-მა Google Doodle-ს პოსტერით მიულოცა.[21] ვიდეოთამაშში Civilization VI ლიკი ერთ-ერთი მეცნიერია, რომელთა არჩევაც მოთამაშეებს შეუძლიათ.[22]

ჯილდოები და წოდებები

რედაქტირება

1962 წელს მერი ლიკს ლუიზ ლიკთან ერთად ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ჰაბარდის მედალი გადაეცა, ხოლო 1969 წელს (ასევე, ლუიზ ლიკთან ერთად) ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების პრესტვიჩის მედალი. 1968 წელს მერი ლიკს უითვოთერსრენდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 1975 წელს ქალ გეოგრაფთა საზოგადოების ოქროს მედლით დაჯილდოვდა.[23] 1976 წელს იელის უნივერსიტეტის, 1980 წელს მიჩიგანის უნივერსიტეტის, ხოლო 1981 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 1978 წელს ლიკს შვედეთის სამეფო აკადემია ლინეს ოქროს მედალი გადასცა. 1980 წელს ელიზაბეთ ბლექველის პრემია მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  6. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  7. 7.0 7.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. 271. — ISBN 978-1-85743-228-2
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 Lundy D. R. The Peerage
  9. Deutsche Nationalbibliothek Record #119313812 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  10. Women Anthropologists: A Biographical DictionaryGreenwood Publishing Group, 1988. — 428 გვრ. — ISBN 978-0-313-24414-8
  11. Union List of Artist Names — 2011.
  12. https://www.hws.edu/about/history/elizabeth-blackwell/award/default.aspx
  13. http://www.iswg.org/awards/past-gold-medal-recipients
  14. Morell, Virginia, Ancestral Passions, 1995, Chapter 4, "Louis and Mary."
  15. Disclosing the Past (1984), pp. 27–28.
  16. Disclosing the Past, p. 33.
  17. Disclosing the Past, pp. 34–26, 36–37.
  18. Disclosing the Past, pp. 37–39.
  19. John Noble Wilford; "Mary Leakey, 83, Dies; Traced Human Dawn", New York Times, 10 December 1996; retrieved March 2014.
  20. Royal Mail celebrates 'Great Britons' with launch of latest special stamp collection. royalmailgroup.com (17 April 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 4 მარტი 2022.
  21. "Mary Leakey's 100th Birthday", Google; accessed 6 February 2013.
  22. Scientists – Civilization 6 Wiki Guide – IGN, https://www.ign.com/wikis/civilization-6/Scientists. წაკითხვის თარიღი: 20 June 2021
  23. SWG Gold Medalists. ციტირების თარიღი: 3 February 2020
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მერი_ლიკი“-დან