Royal Mail

ბრიტანული საფოსტო-კურიერული კომპანია

Royal Mail (ზოგჯერ ქართული ასოებით: როიალ მეილი) — საფოსტო-კურიერული კომპანია გაერთიანებულ სამეფოში, რომელიც 1516 წელს დაარსდა. ამ კომპანიის შვილობილი კომპანია არის Royal Mail Group.

Royal Mail
დარგი საფოსტო და სხვა კურიერული გზავნილები
დაფუძნდა 1516; 508 წლის წინ (1516)
შემოსავალი 9 776 მილიონი გირვანქა სტერლინგი(2017)[1]
მთლიანი შემოსავალი 575 მილიონი გირვანქა სტერლინგი (2017)[1]
სუფთა მოგება 273 მილიონი გირვანქა სტერლინგი (2017)[1]
თანამშრომელი ლეს ოუვენი (თავმჯდომარე)
რიკო ბეკი (აღმასრულებელი დირექტორი)
საიტი royalmail.com

კომპანიის შესახებ

რედაქტირება

Royal Mail არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 44 ქვეყანაში მუშაობს. მისი შემოსავლები ყოველწლიურად 10 მილიარდს აღემატება.კომპანიაში დასაქმებულია თითქმის 160 000 ადამიანი. ყოველ წელს კომპანიის გავლით იგზავნება 1.8 მილიარდზე მეტი ამანათი და 14 მილიარდი წერილი. ის მუშაობს 38 საფოსტო ცენტრის ქსელში. თითოეული საფოსტო ცენტრი ემსახურება დიდი ბრიტანეთის დიდ გეოგრაფიულად განსაზღვრულ ადგილს და ისინი ერთად ქმნიან საფოსტო სადისტრიბუციო ოპერაციის ხერხემალს.

Royal Mail რეგულირდება ორგანიზაცია Ofcom-ის მიერ. Ofcom აქვს ვალდებულება რომ უზრუნველყოს დიდი ბრიტანეთის უნივერსალური საფოსტო სერვისის დებულებები, მუშაობს 6 დღე კვირაში, ფასი ყველგან თანაბარია და ამანათი შეიძლება გაიგზავნოს 30 მილიონ ადამიანთან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Annual Report 2017. Royal Mail. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი 2018. ციტირების თარიღი: 23 June 2017.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Royal_Mail&oldid=4523225“-დან