მელიქიშვილები

ქართული თავადური საგვარეულო ქვემო ქართლში (გვარადქცეული თანამდებობა); სომხითის მელიქები.

მელიქიშვილებიქართული თავადური საგვარეულო ისტორიულ ქვემო ქართლში (ლორე). გვარადქცეული თანამდებობა. სომხითის მელიქები. მელქიშვილების წარმოშობის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ მელიქიშვილი „არა არს გუარი, არამედ სომეხსა ვისმე პატივსცა შააბაზ გამოჰმადიანებისათვის“, იქვე აღნიშნავს, რომ სომხითის მელიქიც „უწარჩინებულესნი და შემძლებელნი“ იყვნენო, საინტერესოა იოანე ბაგრატიონის ცნობაც, რომ „ესენი პირველ იყვნენ სომეხნი ლორის-მელიქთა ნათესავთაგანი აზნაურნი“ და როდესაც შაჰ აბასმა, ქართლის მეფე გიორგი X (1600-1606 წწ.) და კახეთის მეფე ალექსანდრე II ოსმალები დაამარცხეს ერევანთან, შაჰ აბასმა ქართველებს ლორე გამოართვა და იქ თავისი ჯარი დააყენა ”და მაშინ მუნებური მელიქი მივიდა წინაშე შააბაზისა და მიიღო მამადიანობა, რომლისათვის ჯილდოდ შააბაზმან გაათავადა და მისცა გვარად მელიქობაი და მამული ლორის ხეობასა შინა სახასოთაგან მეფისა, წელს ქრისტეს აქეთ 1601 (ერევანთან ბრძოლა 1604 წელს მოხდა) და მუნიდგან იწოდებიან თავადის მელიქისშვილებად“. 1763 წელს ერეკლე II ახტალას ვერცხლისადნობი ქარხანა დააარსა. მელიქიშვილები ცენტრალურ ხელისუფლებას ვეღარ უწევდნენ წინააღმეგობას და, შედეგად, მამუმლი (სომხითი) დაუთმეს. სანაცვლოდ მეფემ მათ ქარხნების ზედამხედველობა და სომხითის მინბაშობა დაავალა. საგვარეულოს დაუნიშნა შესაბამისი ხელფასი. ამავე დროს მელიქიშვილ-მირმანიძეთა ერთი შტო ცენტრალური ხელისუფლებაში დაწინაურდა (კახეთის ლაშქარნივისი, სომხითის ლაშქარნივის, სალაროს მუშრიბი).[1] მელიქისშვილების მამული ისტორიული სომხითის (ბოლნისისწყალ შულავრის ხეობები) ტერიტორიას (სოფლები: ახტალა, შადიკნი, წოფი, ტეფური, გორული, წერაქვი, დეღარარას სოფელი, ბირშას სოფელი, ზემო გორული, მათიში, დიღცნუტი, სააბი, შამირზას სოფელი, თოხთუქლისი) მოიცავდა. მელიქიშვილების აზნაურები იყვნენ აბაზაშვილები, არდაშელიშვილები, ყარახანაშვილები, ისუაშვილები, ოდიშელიძეები, მაშათაშვილები, მათ სასახლე და საძვალე ახტალაში ჰქონდათ.

მელიქიშვილები
გერბი
პერიოდი XVII საუკუნიდან
ტიტული მელიქი, თავადი, მინბაში, კახეთის ლაშქარნივისი, სოხმითის ლაშქარნივისი, სალაროს მუშრიბი
დამფუძვნებელი მირიმან (სეფიყული-ბეგი) მირიმანიძე
მონათესავე გვარები ლორის-მელიქიშვილები
წარმოშობის ადგილი ქართლი
ქვეშევრდომობა ქართლის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები სომხითი
სამხედრო საქმიანობა ლევან მელიქიშვილი — რუსეთის არმიის გენერალ-ადიუტანტი
სომხითის მელიქის მამული (ბოშიშვილი: 2012).

სომხითის მელიქები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახუშტი ბაგრატიონი აღწერა სამეფოსა საქართველოსა,ქართლის ცხოვრება ტ.IV,ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიხედვით, თბ., 1973
  • იოანე ბაგრატიონი შემოკლებით აღწერა საქართველოს შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ., 1997
  • მელიქის სახელო საქართველოში / ალექსანდრე ბოშიშვილი; რედაქტორი: აპოლონ თაბუაშვილი; ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი - ISBN 978-9941-445-47-7