მუშრიბი
მუშრიბი (< არაბ. მუშრიფ — ზედამხედველი, მეთვალყურე, მწერალი) — მოხელე ძველ საქართველოში. გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში მუშრიბი მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა და ქალაქებში აკრეფილ ბაჟსა თუ სავაჭრო გადასახადს საჭურჭლის უხუცესებს აბარებდა. XVI-XVIII საუკუნეებში მუშრიბი მოსაქმეობდა სხვადასხვა უწყებაში, სადაც ძირითადად საანგარიშსწორებო დოკუნებტებს ადგენდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კეკელია მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 226.
- ლორთქიფანიძე, მ. (1954). „ქალაქის მოხელეთა საკითხისათვის ფეოდალურ საქართველოში“, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი XXX. თბილისი: საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, გვ. 154-156.
- სურგულაძე, ი., საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952;
- ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928.