ივანე სურგულაძე
ივანე სურგულაძე (დ. 1 ოქტომბერი, 1903, ჭანიეთი — გ. 10 ოქტომბერი, 1983) — ქართველი იურისტი, მეცნიერი, სამართლის ისტორიის მკვლევარი.
ივანე სურგულაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1 ოქტომბერი, 1903 |
დაბ. ადგილი | ჭანიეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1983 (80 წლის) |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | იურისტი |
მუშაობის ადგილი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1903 წელს ლიხაურის თემის სოფელ ჭანიეთში. მისი მშობლები იყვნენ იულონ სურგულაძე და ატატო ლომჯარია. სწავლობდა ქაქუთის დაწყებით სკოლაში. 1928 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაასრულა სოციალ-ეკონომიკური ფაკულტეტი, ხოლო ასპირანტურა გაიარა ლენინგრადის იურიდიულ ინსტიტუტში. 1937-40 წლებში მუშაობდა ლენინგრადის ინსტიტუტის ფილიალში ლექტორად. 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1947 წელს - სადოქტორო დისერტაცია. 1942 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრაზე, 1947 წლიდან იყო ამავე კათედრის გამგე, კითხულობდა ქართული სამართლის ისტორიისა და საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიის სასწავლო კურსებს.
სწავლობდა ქართული სამართლის ისტორიას, ძველი ქართული სახელმწიფოების სტრუქტურას, სამოხელეო წყობილებას და მის თავისებურებებს. იკვლევდა ქართულ ისტორიულ კანონმდებლობას, სასამართლო ორგანიზაციასა და პროცესს. ავტორია 200-მდე ნაშრომისა, მათ შორის 20-მდე მონოგრაფიისა. გამოსცა „ხელმწიფის კარის გარიგება“, დასტურლამალი“ (1970), იოანე ბაგრატიონის „სჯულისდება“. გამოუქვეყნებელი დარჩა შორის შვიდ ტომეული ქართული სამართლის ისტორიის შვიდტომეული. 1963 წელს მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ბრძოლა მავნე ჩვეულებათა და ტრადიციათა წინააღმდეგ (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1980. - 65გვ.
- სახელმწიფოსა და სამართლის საკითხები "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნივერსიტეტი, 1977. - 261გვ.
- ნარკვევები საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიიდან (ავტორი). - თბილისი, ცოდნა, 1963. - 278გვ.
- საქართველოს სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიისათვის"(თბ., 1952),
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.
- ლომჯარია, ს., „სოფელო ჩემო“, თბილისი: „მერიდიანი“, 2012. — გვ. 230-232, ISBN 978-9941-10-560-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაივანე სურგულაძე ვიკიწყაროებში |