ლორის-მელიქიშვილები

სომხური მონოფზიტობის მიმდევარი თავადები.
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლორის-მელიქიშვილები, ლორის-მელიქოვები — სომხური მონოფიზიტობის მიმედვარი წარჩინებული საგვარეულო საქართველოში. ისინი XVI საუკუნიდან სომხეთიდან ქართლის სამეფოში მოვიდნენ და ლუარასაბ I სამსახურში ჩადგნენ. აქ ისინი აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ და ბოლომდე აზნაურებად დარჩნენ, თუმცა სხვა ქართულ ფეოდალურ საგვარეულოებთან შედარებით უპირატესობაში იყვნენ, რაც შაჰ-აბასს უკავშირდება. სწორედ მან მელიქ ნაზარსა და მელიქ დაის XVII საუკუნის დამდეგს ფირმანი (ანუ სიგელი) უბოძა, რომლის ძალითაც მათ ლორეს მხარე სამემკვიდროდ და შეუვალად მიიღეს.[1] ისინი აგრეთვე მემკვიდრეობით ფლობდნენ ლორის ქალანთრის თანამდებობას. შაჰთაგან ნაბოძები აქ ნახსენები და სხვა ფირმანები ლორის მელიქისშვილებმა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევების შედეგად დაკარგეს.[2] ლორის მელიქები სომხითს მელიქების (მელიქიშვილები) მსგავსად მუსლიმები იყვნენ და სწორედ მუსულმანობის გამო შაჰმა მათ მიანიჭა პრივილეგიები. მოგვიანებით, ლორის მელიქებმა მონოფიზიტობა მიიღეს და სამსახური ქართლის სამეფოში, ლორეს მხარის ბოქაულის თანამდებობაზე განაგრძეს. ამ დროს გაჩნდა ორმაგი გვარიც, რომელშიც გაერთიანებული იყო თანამდებობა (მელიქის შვილი, ანუ მელიქიშვილი) და მოღვაწეობის ადგილი (ლორე).[3] გვარი ლორის მელიქიშვილი XIX საუკუნეში დამყარებული რუსული ადმინისტრაციის შედეგად, რუსული ვარიანტი ლორის-მელიქოვით (რუს. Лорис-Меликов) შეიცვალა.[4] 1877-1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში თავის გამოჩენისათვის მიხეილ ლორის-მელიქიშვილს 1878 წლის 16 აპრილს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II გრაფობა და ახალი გერბი უბოძა.[5] მეცნიერებაში მიღებულია მოსაზრება, რომ სომხითის მელიქი და ლორის მელიქი ერთი საგვარეულოს ორი შტოა.[4] რუსი მეცნიერის, რომან ერმანინის ცნობით სომხითის მელიქი და ლორის მელიქი ერთი წარმომავლობა აქვთ.[6][4] ჟაკ ფერანის მიხედვით, ლორის მელიქი დაი და სომხითის მელიქი მირიმანი, იგივე სეფიყული-ბეგი ძმები იყვნენ, მათი მამა კი ნაზარ სარუხანი იყო.[7][4]

ლორის-მელიქიშვილები
პერიოდი XVI საუკუნიდან
ტიტული ლორის მელიქი, აზნაური, ლორის ქალანთარი, გრაფი (მიხეილ ლორის-მელიქიშვილის შტო)
დამფუძვნებელი მელიქ დაი (მირიმან მირიმანიძის, მელიქიშვილების ფუძემდებლის ძმა)
მონათესავე გვარები მელიქიშვილები
ქვეშევრდომობა ქართლის სამეფო, ქართლ-კახეთის სამეფო, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები ლორე
სამხედრო საქმიანობა მიხეილ ლორის-მელიქიშვილი — რუსეთის იმპერიის კავალერიის გენერალი და გენერალ-ადიუტანტი
გრაფ ლორის-მელიქოვების გერბი; დევიზი რუსულად – „ძმბისა და ქრისტესთვის ბრძოლით“.
  1. П.  А.  Кузьминов,  М.  Т.  Лорис-Меликов  на  кавказе,  Журн.: «Кавказский сборник»,  №  2(34), М., 2005. (გვ. 205)
  2. საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, 1450, 18/60
  3. კუზმინოვი, 2005: 110
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 ალექსანდრე ბოშიშვილი, ქვემო ქართლის მცირე სათავადოები (მელიქიშვილები, სოლაღაშვილები, დოლენჯიშვილები), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2012. — გვ. 40, 41.
  5. კუზმინოვი, 2005: 126
  6. R.  I.  Ermerin.  Annuaire  de  la  Noblesse  de  Russie,  contenant  les prince de l`Empire, augmenté d`un grand nombre de notices sur les familles alliées. SPb., 1899 (გვ. 215).
  7. Jacques Ferrand. Familles Princières de Géorgie. Montreuil. 1983. გვ. 128