ბოქაული (საქართველო)
ბოქაული (თურქ.-მონღ. ბუქავულ — მნე) — საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის დაბალი მოხელე გვიანდელ ფეოდალურ საქართველოში. სახელწოდება „ბოქაული“ საქართველოში XVI საუკუნიდან შემოვიდა. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ტერმინები მანდატური და იასაული. ბოქაულსა და იასაულს ხელჯოხიანები ეწოდებოდათ (არგნოსანი). ბოქაულს ევალებოდა სამეფო ხელისუფლების სხვადასხვა ხასიათის ბრძანებისა და განკარგულების შესრულება, განაჩენის აღსრულება, წესრიგის დაცვა და სხვა; მსგავს საქმიანობას ეწეოდა ბოქაულთუხუცესიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 491.