ქალანთარი (სპარს. — უხუცესი; ქალაქის უფროსი) — ქალაქის გავლენიანი მოხელე სეფიანთა სახელმწიფოში, რომელიც სამოქალაქო საქმეებს განაგებდა. XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, „ყიზილბაშობის“ დროს, თბილისის მმართველობაში ცვლილებები მოხდა, კერძოდ, პაპუნა ორბელიანის ცნობით, ქართლსა და ქალაქში გაჩნდა ქალანთარის სახელო, რომელიც შემოიღო ნადირ-შაჰმა. ქალანთარს ეკითხებოდა ქართლზე გაწერილი გადასახადების აკრეფა. ნადირ-შაჰმა ქართლის ქალანთარს 60 თუმანი ჯამაგირი განუწესა. პირველი ქალანთარი იყო ისპაჰანში მცხოვრები გამაჰმადიანებული ქართველი მერალი-ბეგ ედიშერის ძე ციციშვილი. „ყიზილბაშობის“ გადავარდნასთან ერთად ქალანთარი აღარ იხსენიება.

ლიტერატურა

რედაქტირება