ლევან მელიქიშვილი
ლევან ივანეს ძე მელიქიშვილი (დ. 14 ოქტომბერი [ძვ. სტ. 28 ოქტომბერი], 1817 — გ. 22 თებერვალი [ძვ. სტ. 10 იანვარი], 1892) — რუსეთის არმიის ქართველი გენერალი და გენერალ-ადიუტანდტი. ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლო მეგობარი.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1817 წლის 14 ოქტომბერს ქ. თბილისში თავადური საგვარეულოს, მელიქიშვილების ოჯახში. სამხედრო სამსახური დაიწყო 1835 წელს პრაპორშჩიკის ჩინით. 1837-1869 წწ. მონაწილეობდა ექსპედიციებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ. იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ახლო მეგობარი. 1844 წელს იყო ნახიჩევანის მაზრის უფროსი და მოადგილედ თან ჰყავდა წაყვანილი ნიკოლოზ ბარათაშვილი. კონსტანტინე მამაცაშვილის მოგონებებში წარმოდგენილია საქართველოს წარსულზე და აწმყოზე მოაზროვნე პატრიოტ ახალგაზრდათა წრის წევრად. 1844 წელს მეთაურობდა ცალკე ცხენოსან მილიციას. 1845 წელს დაინიშნა იმერული მილიციის თბილისის ქვეითთა დრუჟინის მეთაურად. 1849 წელს სათავეში ჩაუდგა I ქართულ ქვეითთა პოლკს, ამავე წელს მიიღო გენერლის წოდება. 1854 წელს მისი სარდლობით აიღეს ღუნიბის ციხე, რისთვისაც მას გენერალ-ლეიტენანტის ჩინი მიეკუთვნა. 1863 წელს მას მიენიჭა კავალერიის გენერლის წოდება. 1877 წელს დაინიშნა დაღესტნის ოლქის უფროსად და ოლქის ჯარების სარდლად. 1880 წელს კი კავკასიის არმიის ჯარების მთავარსარდლის მოადგილედ. ამ თანამდებობაზე დაჰყო სიცოცხლის ბოლომდე. რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი (1879). გარდაიცვალა 1892 წლის 22 თებრვალს. დაკრძალულია წმ. დავითის ეკლესიაში (მთაწმინდის პანთეონი).
გალერეა
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 558.
- ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი, თბ., 1961. — გვ. 70.