მელინა მერკური
მელინა მერკური (ბერძნ. Μελίνα Μερκούρη; 18 ოქტომბერი, 1920 - 6 მარტი, 1994) — ბერძენი მსახიობი, მომღერალი და პოლიტიკოსი, საბერძნეთის პარლამენტის წევრი, საბერძნეთის კულტურის პირველი ქალი მინისტრი (1981-1989, 1993-1994 წწ.). [1]
მელინა მერკური ბერძნ. Μελίνα Μερκούρη | |
1982 წელი | |
საბერძნეთის კულტურის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
13 ოქტომბერი 1993 – 6 მარტი 1994 | |
პრეზიდენტი | ანდრეას პაპანდრეუ |
წინამორბედი | დორა ბაკოიანი |
მემკვიდრე | ტაროს მიკროუციკოსი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
21 ოქტომბერი 1981 – 2 ივლისი 1989 | |
პრეზიდენტი | ანდრეას პაპანდრეუ |
წინამორბედი | ანდრეას ანდრეანოპოულოსი |
მემკვიდრე | ანა პსაროუდა-ბენაკი |
საბერძნეთის პარლამენტის წევრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 ნოემბერი 1977 – 6 მარტი 1994 | |
დაბადებული | 18 ოქტომბერი 1920 ათენი საბერძნეთი |
გარდაცვლილი | 6 მარტი 1994 (73 წლის) ნიუ-იორკი აშშ |
მოქალაქეობა | საბერძნეთის სამეფო საბერძნეთის მეორე რესპუბლიკა საბერძნეთის სახელმწიფო საბერძნეთი |
საქმიანობა | მსახიობი მომღერალი პოლიტიკოსი |
ჯილდოები | კანის კინოფესტივალის პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის (1960 წ.) |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ამალია მერკური (ბერძნ. Μαρία Αμαλία Μερκούρη) დაიბადა 1920 წლის 18 ოქტომბერს ათენში. ბავშვობაში ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო მისი ბაბუა სპირიდონ მერკურისი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ათენის მერი გახლდათ. გოგონას მამა, სტამატის მერკურისი, ცნობილი პოლიტიკოსი და საბერძნეთის პარლამენტის წევრი იყო, ხოლო ბიძა, გეორგიოს მერკურისი— საბერძნეთის ნაციონალ-სოციალისტური პარტიის ლიდერი. მშობლების განქორწინების შემდეგ მარია დედასთან ერთად ცხოვრობდა. მისი უმცროსი ძმა სპიროს მერკურისი კოორდინაციას უწევდა მათ ერთობლივ კულტურულ პროექტებს, ხოლო მელინას გარდაცვალების შემდეგ მელინა მერკურის ფონდის მმართველთა საბჭოს წევრი გახლდათ.[2]
მეორე მსოფლიო ომის დროს მელინა მერკური ჯერ კიდევ მოზარდობისას დაქორწინდა ათენის გავლენიანი მოქალაქეების ვაჟზე, პანოს ჰაროკოპოსზე. ოჯახს სიმდიდრე და გავლენა დაეხმარა გადარჩენაში საბერძნეთის ნაცისტური ოკუპაციის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქორწინება ფიქტიური იყო, ის მაინც 20 წელზე მეტხანს გაგრძელდა.
მელინა პირველად ეკრანზე გამოჩნდა ბერძენი ზორბას რეჟისორ მიხალის კაკოიანისის მიერ გადაღებულ ფილმში Stella. ფილმის წყალობით ახალგაზრდა მსახიობი კანის კინოფესტივალზე მოხვდა, სადაც ნომინირებული იყო ოქროს პალმის რტოზე. იქ გაიცნო რეჟისორი ჟიულ დასენი, რომელიც მისი ცხოვრების უდიდესი სიყვარული გახდა.[3]
მელონა მერკურისთვის წარმატებული გამოდგა მონაწილეობა ჟიულ დასენის ფილმში Never on Sunday. აქ შესრულებილი როლისთვის მსახიობი 1960 წელს წარდგენილი იყო ოსკარზე.მართალია, პრემია ვერ აიღო, მაგრამ ფილმმა მსოფლიო პოპულარობა მოუტანა. შემდგომში ვარსკვლავური როლები შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა ჟიულ დასენის „ ფედრა და ტოპკაპი“, ასევე „გეილი, გეილი“. 1970-იანი წლების ბოლოს, მელინა მერკური ეკრანს ჩამოსცილდა, 1978 წელს უკანასკნელად ითამაშა ქმრის ფილმში Passion Dream, რომელშიც მასთან ერთად მონაწილეობდა დამწყები მსახიობი ელენ ბურსტინი. 1971 წელს მელინამ დაწერა თავისი ავტობიოგრაფია "მე ბერძენად დავიბადე".
მელინა მერკურის პირველი სიმღერა «Hartino to Fengaraki» ტენესი უილიამსმა გამოიყენა „სურვილების ტრამვაის“ ბერძნული ვერსიაში, ხოლო კომპოზიციები «Athene ma Ville» და «Melinaki» ძალიან პოპულარული გახდა საფრანგეთში.
საბერძნეთში შავი პოლკოვნიკების სამხედრო დიქტატურის დროს (1964-1974 წწ.) მერკური ცხოვრობდა საფრანგეთში და აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ხუნტას, რის გამოც მასზე განხორციელდა თავდასხმა გენუაში. როდესაც პოლკოვნიკმა სტილიანოს პატაკოსმა მელონა მერკურის საბერძნეთის მოქალაქეობა ჩამოართვა, მან განაცხადა:[4][5][6]
„მე ბერძენად დავიბადე და ბერძენად მოვკვდები, ხოლო ბატონი პატაკოსი დაიბადა ფაშისტად და მოკვდება ფაშისტად.“
|
საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში მელინა მერკურის მიერ ჩაწერილი ერთი ბერძნული და სამი ფრანგული სიმღერა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მოუხეშავი და უჩვეულო ხმის გამო, იგი ცნობილი ბერძნული სიმღერების შესანიშნავი შემსრულებელი გახდა.
საბერძნეთში დიქტატურის დამხობის შემდეგ, მელინა მერკური დაბრუნდა სამშობლოში, სადაც მონაწილეობა მიიღო საყოველთაო ბერძნული სოციალისტური მოძრაობის (PASOK) დაარსებაში. PASOK -დან შევიდა პარლამენტში. 1981 წელს იგი გახდა საბერძნეთის კულტურის პირველი ქალი მინისტრი. ხელმძღვანელობდა სამინისტროს 1981 წლიდან 1989 წლამდე, შემდეგ კი — 1993 წლიდან 1994 წლამდე. როგორც კულტურის მინისტრმა, მელინა მერკურიმ მხარი დაუჭირა საერთაშორისო დელფური თამაშების ჩატარების იდეას.
მელინა მერკური გარდაიცვალა 1994 წლის 6 მარტს ნიუ-იორკის საავადმყოფოში 73 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი. იგი დაკრძალეს ათენის პირველ სასაფლაოზე, საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრში.[7][8]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Melina Mercouri profile, Hellenic Ministry of Culture website; accessed 6 December 2014.
- ↑ Foundation Melina Mercouri დაარქივებული 2012-03-27 საიტზე Wayback Machine. (ბერძნ და ინგლ.)
- ↑ Profile, bafta.org; accessed 6 December 2014.
- ↑ Newsweek. Newsweek. 1967. Retrieved 17 March 2013.
Greek word for honey (rneli), but there was acid in her throaty voice last week as vibrant Melina Mercouri condemned Brig. Gen. Stylianos Pattakos, strong man of the Greek revolutionary junta which had just stripped her of citizenship and property ... Those bastards were born Fascists; they will die Fascists", said the passionate performer who until the recent coup did as ...
- ↑ Newsweek, Newsweek, Incorporated. 1967. Retrieved 17 March 2013.
"I was born a Greek; I will die a Greek. Mr. Pattakos was born a Fascist; he will die a Fascist", said the passionate performer who until the recent coup did as much to spur Greek tourism as all the ancient ruins combined. ...
- ↑ Labor Today. National Center for Trade Union Action and Democracy. 1965. Retrieved 17 March 2013.
No wonder the talented actress Melina Mercouri, after being stripped of her Greek citizenship in absentia, said of junta member Colonel Pattakos : "I was born a Greek and I will die a Greek. Pattakos was born a Fascist and will die a Fascist.
- ↑ "Melina Mercouri's 95th Birthday". 18 October 2015.
- ↑ Melina Mercouri, Actress and Politician, Is Dead