ბერძენი ზორბა (ფილმი)

ბერძენი ზორბა (ბერძ. Αλέξης Ζορμπάς) — 1964 წლის ბერძნული ფილმი. დაფუძნებულია ნიკოს კაზანძაკისის ამავე სახელწოდების რომანზე. კომპოზიტორმა მიკის თეოდორაკისმა სპეციალურად ამ ფილმისთვის დაწერა ცნობილი ბერძნული ცეკვა სირტაკის მელოდია.

ბერძენი ზორბა
დამდგმელი რეჟისორი მიხალის კაკოიანისი
პროდიუსერი მიხალის კაკოიანისი
სცენარის ავტორი მიხალის კაკოიანისი
ნაწარმოები ბერძენი ზორბა
— ნიკოს კაზანძაკისი
როლებში ენტონი ქვინი, ალან ბეიტსი
მუსიკა მიკის თეოდორაკისი
ოპერატორი უოლტერ ლასალი
მონტაჟი მიხალის კაკოიანისი
დისტრიბუტორი Twentieth Century-Fox
გამოსვლის თარიღი 17 დეკემბერი, 1964
ხანგრძლივობა 142 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო, საბერძნეთი
ენა ინგლისური, ბერძნული
ბიუჯეტი $783 ათასი
შემოსავალი $9 მლნ

სიუჟეტირედაქტირება

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ახალგაზრდა კაცი ბასილი, რომელიც სანახევროდ ინგლისელია და სანახევროდ ბერძენი, მემკვიდრეობით იღებს მიწის ნაკვეთსა და მაღაროს კუნძულ კრეტაზე. ის კრეტაზე მიემგზავრება, სადაგ ადგილობრივი თემის მკაცრ ადათ-წესებს ეცნობა. მისი ერთადერთი მეგობარი სიცოცხლითსავსე და გონიერი ბერძენი ალექსის ზორბაა.

ჯილდოებირედაქტირება

ოსკარი

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ლილა კედროვა
  2. საუკეთესო ოპერატურა: უოლტერ ლასალი

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება