მეგასპორა
მეგასპორა (მეგა... და ბერძ. spora — თესვა, ნათესი, თესლი) — სპორა, რომლიდანაც ვითარდება მდედრობითი წინაზრდილი (შიშველთესლოვანთა პირველადი ენდოსპერმი, ფარულთესლოვანთა ჩანასახის პარკი). მეგასპორა წარმოიქმნება მეგასპოროციტის დაყოფით.
ზოგიერთი გვიმრანაირის (ლეპიდოდენდრონები, მრავალი სელაგინელა, სალვინია) მეგასპორა შიგ მეგასპორანგიუმშივე ღივდება და მდედრობით წინაზრდილად იქცევა, ზოგის მეგასპორა კი (მარსილია, ზოგი სელაგინელა) — მეგასპორანგიუმის გარეთ. თესლოვანი მცენარეების მეგასპორა ღივდება ნუცელუსში — თესლკვირტის ცენტრალურ ნაწილში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 535.