მეგასპორანგიუმი
მეგასპორანგიუმი (მეგა... და სპორანგიუმი) — ორგანო, რომელშიც ვითარდება განსხვავებულსპოროვანი გვიმრანაირების და თესლოვანი მცენარეების ერთი ან რამდენიმე მეგასპორა. მაგასპორანგიუმები თითო-თითოდ სხედან სპოროფილების უბეებში (სელაგინელა) ან სპოროფილზე სპეციალურ ღრუში (იზოეტესი), ზოგჯერ წარმოიქმნებიან შიგ სპოროკარპიუმებში (წყლის გვიმრები). თესლოვან მცენარეებში მაგასპორანგიუმის ჰომოლოგიურია ნუცელუსი — თესლკვირტის ცენტრალური ნაწილი. შეადარე მიკროსპორანგიუმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 535.