სპორანგიუმიერთუჯრედიანი ან მრავალუჯრედიანი ორგანო, რომელშიც სპორები წარმოიქმნება. ზოგიერთი ერთუჯრედიანი მწვანე წყალმცენარის სხეული მთლიანად გარდაიქმნება სპორანგიუმად. მრავალუჯრედიანი წყალმცენარეების, მაგალითად ულოტრიქსის, ულვას, სპორანგიუმებად გარდაქმნილი უჯრედები არაფრით არ განსხვავდებიან სხვა უჯრედებისაგან. ხავსების სპორანგიუმი კოლოფის სახისაა, გვიმრანაირები ვითარდება სპოროფილებზე ან მათ უბეებში. სპორანგიუმი ერთეულია ან შეგროვილია ჯგუფებად (სორუსებად), თავისუფალი ან შეზრდილია. ტოლსპორიანი გვიმრანაირები ივითარებენ ერთი სახის სპორანგიუმებს. განსხვავებულსპორიანები კი 2 სახის სპორანგიუმებს — მიკრო და მეგასპორანგიუმებს და, შესაბამისად მიკრო და მეგა სპორებს; მიკროსპორისაგან ვითარდება მამრობითი, მაკროსპორისაგან — მდედრობითი წინაზრდილი.

სპორანგიუმი

ფოთლებს, რომლებიც ატარებენ სპორანგიუმებს, უწოდებენ სპოროფილებს. იმ შემთხვევაში, თუ მცენარე განსხვავებულსპორიანია, შესაბამისად სპორანგიუმის მატარებელი ფოთოლიც მიკროსპოროფილი ან მეგასპოროფილი იქნება.

ლიტერატურა რედაქტირება