სპოროფილი (ბერძ. spora თესლი და ბერძ. phyllon ფოთოლი) — შვიტების, ლიკოპოდიუმების და სხვა უმაღლესი მცენარეების სახეშეცვლილი ფოთლები, რომლებზეც განვითარებულია სპორანგიუმები. სპოროფილი ეწოდება აგრეთვე წყალმცენარეების თალომის ფოთლისმაგვარ სასპორე ორგანოს.

განსხვავებულ სპორიან მცენარეებში სპოროფილზე განვითარებულია მეგა ან მიკროსპორანგიუმი, რის შესაბამისადაც მეგასპოროფილი და მიკროსპოროფილი ეწოდება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება