ულვა (ლათ. Ulva), ზღვის სალათამწვანე წყალმცენარეების გვარი ულვისნაირთა რიგისა. აქვს მთლიანი ან დატოტვილი, ორშრიანი, ფირფიტისებრი მწვანე თალუსი, რომლის სიგრძე 30—150 სმ. უსქესო გამრავლება ოთხშოლტიანი ზოოსპორებით ხდება, სქესობრივი — იზოგამიის ან ანიზოგამიის ტიპისაა, ფართოდაა გავრცელებული ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლების ზღვებში. ზოგიერთ ზღვისპირა ქვეყანაში საკვებად ხმარობენ.

ულვა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Ulva

ლიტერატურა

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ულვა&oldid=3990869“-დან