ნუცელუსი (ლათ. nucellus < nuculla (პატარა) კაკალი) — თესლოვან მცენარეთა თესლკვირტის ცენტრალური ნაწილი; გვიმრანაირების მეგასპორანგიუმის ჰომოლოგი. ნუცელუსში დიფერენცირდება მეგასპოროციტი, რომლის ბირთვი იყოფა ოთხად და წარმოიქმნება 4 მეგასპორა. მათგან 3 — იღუპება, 1 კი წარმოშობს მდედრობით გამეტოფიტს (პირველადი ენდოსპერმი შიშველთესლოვან მცენარეებში და ჩანასახის პარკი — ფარულთესლოვანებში), თესლში შემორჩენილ ნუცელუსს პერისპერმი ეწოდება.

ლიტერატურა

რედაქტირება