ძამა
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან მდ. ძამა)
ძამა — მდინარე ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში, სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2140 მეტრ სიმაღლეზე, ერთვის მტკვარს მარჯვნიდან აგარაში. სიგრძე 42 კმ. აუზის ფართობი 342 კმ². მთავარი შენაკადებია: ტყემლოვანისწყალი, სათიბე და ღვანანა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. ახასიათებს წყალმოვარდნები ზაფხულ-შემოდგომაზე.
ძამა | |
---|---|
მდ. ძამა ქარელის სიახლოვეს | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე |
სათავე |
თრიალეთის ქედი 41°53′15″ ჩ. გ. 43°35′04″ ა. გ. / 41.887583° ჩ. გ. 43.584583° ა. გ. |
სათავის სიმაღლე | 2140 მ |
შესართავი |
მტკვარი 42°01′42″ ჩ. გ. 43°51′11″ ა. გ. / 42.028528° ჩ. გ. 43.853250° ა. გ. |
სიგრძე | 42 კმ |
აუზის ფართობი | 342 კმ² |
მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 3,23 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ძამა ვიკისაწყობში |
საშუალო წლიური ხარჯი სოფელ ზღუდერთან 3,23 მ³/წმ (1987 წლის მონაცემები). იყენებენ სარწყავად.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგინეიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 263.