მახიარეთი
მახიარეთი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე თოხთურის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1710 მ, ახალგორიდან 30 კმ., დადიანეთიდან 5 კმ, უკანამხარიდან 4 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეცხვარეობა. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 13 ადამიანი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 520.