მაფილინდო
მაფილინდო (ტაგალ. Mapilindo, მალ. და ინდონ. Mafilindo, ინგლ. Maphilindo) — მალაიზიის, ფილიპინებისა და ინდონეზიის კონფედერაციული გაერთიანების კონცეფცია, რომელიც შეიმუშავეს აღნიშნული სახელმწიფოს მთავრობებმა 1963 წელს. კონფედერაციის სახელწოდება აკრონიმია და მიიღება წევრი სახელმწიფოს სახელების პირველი ასოებისაგან.
მაფილინდო | |
---|---|
შეიქმნა | ივლისი, 1963 |
ტიპი | კონფედერაცია |
წევრები |
მალაიზია ფილიპინები ინდონეზია |
კონფედერაციის ფორმირების გეგმა ჩამოყალიბდა შემაჯამებელ, სამმხრივ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა 1963 წლის ივლისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მანილაში (კონფერენცია დასრულდა მანილის შეთანხმებით), მაგრამ ფაქტობრივად აღნიშნული შეთანხმება ვერ შევიდა ძალაში, რადგან მონაწილე ქვეყნებს შორის მოხდა ურთიერთობების გაუარესება.
სამმხრივი ფორმატის შედგენის წინაპირობები
რედაქტირებამანილას, კუალა-ლუმპურსა და ჯაკარტას შორის სამმხრივი ფორმატის მოწყობის წინაპირობა გამოდგა 1962 წლის ბოლოს მალაიზიის ფედერაციის ჩამოყალიბება მალაიისა და დიდი ბრიტანეთის კოლონიური მმართველობისაგან გათავისუფლებული კუნძულ კალიმანტანის ჩრდილოეთი ნაწილის - სარავაკისა და საბაჰის ბაზაზე. აღნიშნულ გეგმას მკვეთრად დაუპრისპირდნენ მეზობელი ქვეყნები ინდონეზია და ფილიპინები.
ინდონეზიის ხელისუფლება, რომელსაც ამ პერიოდში ეკავა მკვეთრი ანტიიმპერიალისტური პოზიცია, ახალი სახელმწიფოს შექმნის წინააღმდეგი გამოვიდა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის სატელიტი ახალი სახელმწიფო დასავლური გავლენის გაძლიერების საწინდარი იქნებოდა რეგიონში. ფილიპინების სახელმწიფო პრინციპში არ ყოფილა წინააღმდეგი ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საბაჰის შესვლას მის შემადგენლობაში, რადგან თავად აცხადებდა პრეტენზიას აღნიშნულ ტერიტორიაზე.
მას შემდეგ რაც ინდონეზიის ხელისუფლება გადავიდა დივერსიულ მოქმედებებზე მალაიის ტერიტორიაზე და მხარი დაუჭირა სეპარატისტულ ძალებს სარავაკსა და საბაჰში, ილიპინების მთავრობა შეშფოთდა საკუთარ საზღვრებთან ფართომასშტაბიანი კონფლიქტის შესაძლო განვითარების გამო და გამოვიდა შუამავლობით, რათა დიპლომატიური გზებით მოეგვარებინა აღნიშნული საკითხი ჯაკარტასა და კუალა-ლუმპურს შორის. ამ ინიციატივის ფარგლებში ფილიპინების პრეზიდენტმა დიოსდადო მაკაპაგალმა წინადადებით მიმართა ინდონეზიის პრეზიდენტ სუკარნოსა და მალაიზიის პრემიერ-მინისტრ აბდულ რაჰმანს, რათა გამართულიყო სამმხრივი შეხვედრა.
პარალელურად მანილაში აქტიურად ხდებოდა „მალაის რასის ხალხის გაერთიანების“ ლოზუნგის აფიშირება, რომლის უკანაც თავის დროზე იდგნენ ისეთი ცნობილი ფილიპინელი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ ხოსე რისალი და ვენცესლაო ვინზონსი.
კონფერენცია
რედაქტირებადიოსდადო მაკაპაგალის მიერ ინიცირებული სამმხრივი ფილიპინურ-მალაიზიურ-ინდონეზიური სამიტი გაიმართა მანილაში და მიმდინარეობდა 1963 წლის 31 ივლისიდან 5 აგვისტომდე. სამიტის მსვლელობის პერიოდში მიიღეს სამი სამმხრივი დოკუმენტი: 31 ივლისის შეთანხმება, 3 აგვისტოს დეკლარაცია და 5 აგვისტოს ერთობლივი განცხადება. სამივე დოკუმენტი ავალდებულებდა მხარეებს შესულიყო სარავაკი და საბაჰი მალაიზიის ფედერაციის შემადგენლობაში და შემდეგ შექმნილიყო კონფედერაცია მაფილინდო. მხარეები შეთანხმდნენ სატანადო კონსულტაციებისთვის თავიანთ ქვეყნებში შექმნილიყო ეროვნული სამდივნოები მაფილონდოს საკითხებში.
თუმცა ძალიან მალევე სამიტის დამთავრებიდან მონაწილე სახელმწიფოებს შორის აშკარა გახდა განსხვავებული დამოკიდებულებები აღნიშნული კონფედერაციისადმი: ინდონეზიელები მოითხოვდნენ კონფედერაციაში ხელმძღვანელ როლს. ფილიპინელი პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილი ადვილად ვერ თმობდა საბაჰის პროვინციას.
ამის გამო არანაირი კონსულტაციები არ გამართულა ქვეყნებს შორის მაფილინდოს შექმნის მექანიზმებზე. 1963 წლის 16 სექტემბერს გამოცხადდა მალაიზიის ფედერაცია, ფილიპინებმა და ინდონეზიამ არ ცნეს ახალი სახელმწიფო. ინდონეზიამ ოფიციალურად გამოაცხადა შეარაღებული ბრძოლა ახალი ქვეყნის წინააღმდეგ. მანილის შეთანხმების დენონსაცია არ მომხდარა, თუმცა სამივე სახელმწიფომ უარყო შეთანხმებაში არსებული პირობების შესრულება, მათ შორის მაფილონდოს შექმნის საკითხიც.
პროექტის ბედი
რედაქტირებადაპირისპირება მალაიზიასა და ინდონეზიას შორის მკვეთრად შემცირდა ხელისუფლებაში სუჰარტოს მოსვლის შემდეგ. ინდონეზია-მალაიზიის დაპირისპირების შეწყვეტა მისი საშინაო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხად იქცა. მიუხედავად ამისა მაფილინდოს შექმნის იდეა არ აღდგენილა.
აკრონიმი „მაფილინდო“ ხშირად გამოიყენებოდა სამ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, კულტურული, სპორტული თუ სხვადასხვა დონის კავშირების დროს.
ლიტერატურა
რედაქტირება- Чуфрин Г. И., Левтонова Ю. О. АСЕАН в системе международных политических отношений. — М., 1993.
- Малетин Н. П. АСЕАН в системе международных отношений. — М., 1983.
- Малетин Н. П. Ассоциация стран Юго-Восточной Азии — АСЕАН. — М., 1980.
- Малетин Н. П. Внешняя политика Индонезии. — М., 1973.
- Малетин Н. П. Внешняя политика Филиппин. — М., 1986.
- Дёмин Л. М., Другов А. Ю., Чуфрин Г. И. Индонезия. Закономерности, тенденции, перспективы развития. — М., 1987.
- Frans Welman. Borneo Trilogy: Sabah. — 2011. — Т. 1. — ISBN 978-616-245-078-5.
- Anwar D. F. Indonesia in ASEAN. Foreign Policy and Regionalism. — Singapore, 1994.
- Sabir M. ASEAN. Harapan dan Kenyataan. — Jakarta, 1992.