მასაკო ოვადა
მასაკო ოვადა (იაპონ. 小和田雅子; დ. 9 დეკემბერი, 1963, ტოკიო, იაპონია) — იაპონიის მოქმედი იმპერატორის, ნარუჰიტოს მეუღლე, რომელიც ტახტზე 2019 წლის 1 მაისს ავიდა. მისი იმპერიულ კონსორტად კორონაცია 2019 წლის 22 ოქტომბერს შედგა.
მასაკო ოვადა | |
---|---|
იაპონიის იმპერატორის მეუღლე | |
კორონაცია: | 22 ოქტომბერი, 2019 |
მმართ. დასაწყისი: | 1 მაისი, 2019 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | მიჩიკო შიოდა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 დეკემბერი, 1963 |
დაბ. ადგილი: | ტოკიო, იაპონია |
მეუღლე: |
ნარუჰიტო, იაპონიის იმპერატორი (ქ. 1993) |
შვილები: | აიკო, პრინცესა ტოში |
დინასტია: | იამატოს დინასტია |
მამა: | ჰიმაში ოვადა |
დედა: | იუმიკო ეგაშირა |
რელიგია: | შინტოიზმი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამასაკო ოვადა დაიბადა 1963 წლის 9 დეკემბერს ტოკიოში, იაპონიაში. იგი არის იაპონელი დიპლომატის, ჰიმაში ოვადასა და მისი ცოლის, იუმიკო ეგაშირას უფროსი ქალიშვილი. მას ორი უმცროსი და ჰყავს: სეცუკო და რეიკო, რომლებიც ტყუპები არიან.
მასაკოს დაბადებიდან მალევე მისი მშობლები მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, რის გამოც მან საბავშვო ბაღში სწორედ იქ იარა. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ იგი ტოკიოს ელიტარულ კერძო სკოლაში შეიყვანეს. აქ მან მხოლოდ ორი წელი ისწავლა, რის შემდეგაც მასაკო და მისი მშობლები ამჯერად უკვე აშშ-ში გადასახლდნენ, სადაც მამამისი იაპონიის ელჩის მოადგილე და ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მან ბოსტონის საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდეგაც სწავლა ჰარვარდში განაგრძო.
ჰარვარდის უნივერსიტეტში იგი ეკონომიურ ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც აიღო ეკონომისტის ბაკალავრის დიპლომი. ამის შემდეგ მან ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, საერთაშორისო ურთიერთობების განხრით, რაც მამამისის გავლენით მოხდა. 1986 წლის ნოემბრიდან იგი ტოკიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.
განათლების მიღების შემდეგ მასაკო მამასთან ერთად მუშაობდა იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. თავისი მცირეხნიანი კარიერის მანძილზე იგი მრავალ უცხოელ სახელმწიფო ლიდერს შეხვდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს.
ქორწინება
რედაქტირებამასაკო კრონპრინც ნარუჰიტოს ჯერ კიდევ 1986 წელს, ტოკიოს უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეხვდა. ამის შემდეგ ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, როდესაც მასაკო ნარუჰიტოს მამას, იმპერატორ აკიჰიტოს შეხვდა ოფიციალურ მიღებაზე.
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო მათი საიდუმლო სასიყვარულო ისტორია, რომელიც ჩუმად მიმდინარეობდა რამდენიმე წლის მანძილზე. ამ ამბის გამჟღავნებას დიდი სკანდალი მოჰყვა, თუმცა სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა. ამის შემდეგ ნარუჰიტომ მასაკოს ოფიციალურად სთხოვა ხელი და 1993 წლის 19 იანვარს საბოლოოდ გამოცხადდა მათი ნიშნობის ამბავი, რამაც იაპონური ელიტის გაღიზიანება გამოიწვია.
მასაკოსა და ნარუჰიტოს ქორწინება 1993 წლის 9 ივნისს შედგა ტრადიციულ იაპონურ სტილში, რის შემდეგაც იგი იაპონიის კრონპრინცესა გახდა.
ოჯახი და მემკვიდრეობა
რედაქტირება2001 წლის 1 დეკემბერს მასაკომ გააჩინა თავისი პირველი და უკანასკნელი შვილი, ტოშის პრინცესა აიკო. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მისი სქესისა, მასაკო მეორე ბავშვის გაჩენას აღარ აპირებს.
ბავშვი მათი ქორწინებიდან რვა წლის შემდეგ დაიბადა, რასაც ცხარე დებატები მოჰყვა იმის თაობაზე იქნებოდა თუ არა აიკო ტახტის მემკვიდრე. იაპონიას მთელი ისტორიის მანძილზე ქალი მონარქი არ ჰყოლია და გამონაკლისის დაშვება არც ამ შემთხვევაში გადაწყვიტეს, რის გამოც ტახტის მემკვიდრედ ნარუჰიტოს ძმა გამოცხადდა.
2005 წლის 25 ოქტომბერს მასაკომ იაპონიის პარლამენტს წარუდგინა მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც თავისი ქალიშვილის მემკვიდრედ გამოცხადებას ითხოვდა, მაგრამ ამაოდ. მამრობითი სქესის მემკვიდრის არარსებობის გამო, მასაკოზე წლების მანძილზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც მან საბოლოოდ თავის კარიერასაც დაანება თავი, რაც დიდ სტრესს დააბრალა. ეს იმითაც იყო გამოწვეული, რომ კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში, იაპონიის კანონმდებლობა საიმპერატორო ოჯახის წევრებს პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს.
ტახტზე ასვლა
რედაქტირებამას შემდეგ რაც მასაკოს მაზლს, პრინც აკიშინოს ვაჟი შეეძინა, იაპონიის ტახტის მემკვიდრედ იგი ოფიციალურად გამოცხადდა, რის შემდეგაც მასაკოზე ზეწოლა შედარებით შემცირდა. პრინც აკიშინოს 2006 წელს შეეძინა ვაჟი, სახელად ჰისაშიტო, რომელიც მამის შემდეგ ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე გახდა. 2019 წლის 30 აპრილს გარდაიცვალა მისი მამამთილი, იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგა, 1 მაისს კი ნარუჰიტო იმპერატორად გამოცხადდა, ხოლო მასაკო მის კონსორტად. ამავე წლის 22 ოქტომბერს შედგა მათი კორონაცია.
ტიტულები, წოდება და ჯილდოები
რედაქტირებატიტულატურა
რედაქტირება- 9 დეკემბერი, 1963 - 9 ივნისი, 1993: ქალბატონი მასაკო ოვადა;
- 9 ივნისი, 1993 - 30 აპრილი, 2019: მისი იმპერიული უმაღლესობა იაპონიის კრონპრინცესა;
- 1 მაისი, 2019 - დღემდე: მისი უმაღლესობა იმპერატორის მეუღლე;
ჯილდოები
რედაქტირებაეროვნული
რედაქტირება- იაპონია: ძვირფასი გვირგვინის დიდი ორდენი;
- იაპონია: წითელი ჯვრის ორდენი;
- იაპონია: წითელი ჯვრის რეციპიენტის მედალი;
უცხოური
რედაქტირება- ავსტრია: ღირსების დიდი ორდენი ავსტრიის რესპუბლიკისთვის გაწეული სამსახურისთვის (1999);
- ბელგია: მეფე ლეოპოლდ I-ის სახელობის ღირსების ორდენი (2016);
- საბერძნეთი: ქველმოქმედის ღირსების ორდენი;
- უნგრეთი: ღირსების ორდენი უნგრეთის რესპუბლიკისთვის გაწეული დამსახურებისთვის (2000);
- ლუქსემბურგი: ოქროს ლომის სახელობის ორდენი ნასაუს დინასტიისგან (2017);
- მალაიზია: რეალობის დამცველის ორდენის საპატიო დიდი კავალერი (2012);
- ნიდერლანდები: გვირგვინის სახელობის საპატიო ორდენი (2014);
- ნორვეგია: წმინდა ულაფის სახელობის ორდენი (2001);
- პორტუგალია: პრინცი ენრიკეს სახელობის ორდენი (1993);
- ესპანეთი: ისაბელ კასტილიელის სახელობის ორდენი (2008);
- ტონგა: დედოფალ სიალოტე ტოფუ III-ის სახელობის ორდენი (2015);
- ტონგა: მეფე ტოფუ VI-ის სახელობის ორდენი (2015)
ლიტერატურა
რედაქტირება- "List of Overseas Visits by the Emperor, Empress and Imperial Family (1999 – 2008)". The Imperial Household Agency. Retrieved 29 December 2012.
- "Japan's Crown Prince and Princess attend the coronation of the new Dutch king". japantimes.co.jp. Retrieved 8 May 2013.
- "The Crown Prince and Princess depart for Netherlands". japantimes.co.jp. Retrieved 8 May 2013.
- "The Crown Prince and Princess return from Netherlands". japantoday.com. Retrieved 8 May 2013.
- "Japan's Crown Princess Masako goes to Netherlands on 1st official trip abroad in 11 years". foxnews.com. Retrieved 8 May 2013.
- "Japan Crown Princess Masako attends first banquet in 11 years". BBC. Retrieved 13 May 2015.
- "Crown Princess Masako unexpectedly joins meeting with Japanese in Tonga". The Japan Times. 6 July 2015. Retrieved 15 October 2016.
- "Autumn Imperial Garden Party". Imperial Family of Japan. 12 November 2015. Retrieved 21 October 2016.
- "Japan princess makes rare solo public visit". Google News. Agence France-Presse. 2 March 2009. Retrieved 16 November 2011.
- Lewis, Leo (5 February 2008). "Tabloids turn against the Crown Princess Masako". The Times. London. Archived from the original on 5 February 2008. Retrieved 16 November 2011.
- "Royal wives seek new role in monarchies". China Daily. 13 July 2004. Retrieved 16 November 2011.
- "Princess trapped by palace guard". BBC. 3 February 2006. Retrieved 16 November 2011.
- Sakamoto, Mie (14 June 2008). "'Imperial diplomacy' proves elusive dream". The Japan Times. Kyodo News. Retrieved 16 November 2011.
- "The sadness behind the Chrysanthemum Throne". The Independent. London. 22 May 2004.
- "Japan's crown prince seeks public understanding for ailing princess". GMA News and Public Affairs. Associated Press. 11 July 2008. Archived from the original on 22 May 2011. Retrieved 16 November 2011.
- Schreiber, Mark, "Japan's troubled royals put up a brave front", Japan Times 1 January 2012, p. 13.
- "Japan's Crown Princess Masako discusses her illness on 49th birthday". Daily Telegraph. 10 Dec 2012.