მემკვიდრე პრინცი ფუმიჰიტო (იაპონ. 皇嗣・秋篠宮文仁親王 დ. 30 ნოემბერი, 1965, ტოკიო) — იაპონიის იმპერატორ აკიჰიტოს უმცროსი ვაჟი და იაპონიის ტახტის (იმპერატორ ნარუჰიტოს) მემკვიდრე პრინცი. იაპონიის იმპერატორ ნარუჰიტოს უმცროსი ძმა.

ფუმიჰიტო
皇嗣

პრინცი ფუმიჰიტო 2015 წელს
იაპონიის მემკვიდრე პრინცი
მმართ. დასაწყისი: 1 მაისი 2019
მმართ. დასასრული: დღემდე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 ნოემბერი 1965
დაბ. ადგილი: ჩიოდა, ტოკიო, იაპონია
მეუღლე: კიკო კავაშიმა
შვილები: მაკო ნაისინიო, კაკო ნაისინიო, ჰისაჰიტო სინიო
მამა: აკიჰიტო
დედა: მიჩიკო
რელიგია: შინტოიზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1965 წლის 30 ნოემბერს აიოამის სასახლეში, ტოკიოში. დაწყებითი და საშუალო განათლება მიიღო გაკუსიუინში. 1984 წელს გახდა გაკუსიუინის უნივერსიტეტის სტუდენტი, სადაც სწავლობდა სამართალსა და ბიოლოგიას. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ 1988-1990 წლებში სწავლობდა თევზების ტაქსონომიას ოქსფორდში, სენტ-ჯონსის კოლეჯში.

1989 წელს პაპის, იმპერატორ ჰიროჰიტოს გარდაცვალებისას გახდა ტახტის მეორე მემკვიდრე ძმის, ნარუჰიტოს შემდეგ. 1996 წელს მიიღო ორნითოლოგიის დოქტორის ხარისხი. 2019 წლის 1 მაისს ტახტზე თავისი ძმის ნარუჰიტოს ასვლის შემდეგ, რომელსაც არ ჰყავს მემკვიდრე ბიჭი, გახდა ტახტის მემკვიდრე პრინცი.

მემკვიდრე პრინცი ბითლზის დიდი თაყვანისმცემელი და ჩოგბურთის აქტიური მოთამაშეა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1990 წლის 29 ივნისს დაოჯახდა პრინცესა კიკოზე, მასთან შეეძნა სამი შვილი: პრინცესა მაკო, პრინცესა კაკო და პრინცი ჰისაჰიტო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება