მარცვლეულისა და მარცვლეული პროდუქტების მავნებლები

მარცვლეულისა და მარცვლეული პროდუქტების მავნებლები, ბეღლის მავნებლებიცხოველები, რომლებიც ანადგურებენ და აზიანებენ მარცვლეულს და მათ პროდუქტებს შენახვისა და გადაზიდვისას. შეუძლიათ დააზიანონ აგრეთვე ხმელი ხილი, ბოსტნეული კულტურები, სამკურნალო მცენარეები, ტყავისა და თამბაქოს ნედლეული და სხვა. ასეთ მავნებლებს განეკუთვნებიან ობობასნაირნი (ზოგიერთი ტკიპა), მწერები (ზოგიერთი ხოჭო და პეპელა), ფრინველები (მტრედისნაირნი და ბეღურასნაირნი), ძუძუმწოვრები (თაგვისებრი მღრღნელები). სულ ასზე მეტი სახეობა. მათგან საქართველოში დიდი ზიანი მოაქვთ ფქვილისა და წაგრძელებულ ტკიპებს; ბეღლისა და ბრინჯის ცხვირგრძელებს; სურინამულ, პატარა და ქარცი ფქვილჭამიებს, რქიანას, ფქვილის დიდ და პატარა ღრაჭუკას; პურის რკილს, მავრიტანულ ხოჭოს, მარცვლეულისა და ბეღლის ჩრჩილებს; წისქვილის, ბეღლის, ხილის, კაკაოს ალურებს და სხვებს; სახლის ბეღურას, მტრედს, რუხ და შავ ვირთაგვას, სახლისა და ტყის თაგვებს, მემინდვრიებს.

ბრძოლის ღონისძიებანი

რედაქტირება

გამაფრთხილებელი (პროფილაქტიკური)

  • საცავების, გადამმუშავებელი საწარმოების ტერიტორიის, მანქანების, მექანიზმებისა და საწყობის ინვენტარის გაწმენდა-გასუფთავება, მათი დეზინსექცია; მარცვლეულისა და მარცვლეულის პროდუქტების შენახვის სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;

გამანადგურებელი (ფიზიკურ-მექანიკური და ქიმიური)

  • ფიზიკურ-მექანიკური დაზიანებული მარცვლეულისა და ბურღულის გაწმენდა მარცვალ-საწმენდი მანქანებით, ფქვილის გაცრა, კედლების, ტარის და მანქანების გაწმენდა მტვერსასრუტით; მარცვლეულის გაშრობა, განიავება, ვენტილაცია; მაიონიზებელი გამოსხივების გამოყენება.
  • ქიმიური ცარიელი საწყობების სველი დეზისექცია (ქლოროფოსი, ტრიქლორმეტაფოს-3), აეროზოლის გამოყენება (ინსექტიციდის მბოლავი კოჭები), ფუმიგაცია (ბრომმეთილი და სხვა). ფრინველებისაგან მარცვლეულისა და მარცვლეული პროდუქტების დასაცავად საჭიროა ფანჯრების, კარების, სავენტილაციო მილების და სხვა ადგილების ბადით დაფარვა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება