მარია ფერნანდა ესპინოსა
მარია ფერნანდა ესპინოსა გარსესი (ესპ. María Fernanda Espinosa Garcés; დ. 7 სექტემბერი 1964, კასაბლანკა, ესპანეთი) — ეკვადორელი პოლიტიკური, სახელმწიფო და დიპლომატიური მოღვაწე. ფილოსოფიის დოქტორი. განათლებით გეოგრაფი, ანთროპოლოგი და პოლიტოლოგი. ეკვადორის ტურიზმის მინისტრი 2009-2012 წლებში, თავდაცვის მინისტრი 2012-2014 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი 2017-2018 წლებში. გაეროს გემერალური ასამბლეის 73-ე სესიის თავმჯდომარე. გარდა ძირითდი პოლიტიკური საქმიანობისა ცნობილია, როგორც პოეტი და ესეისტი.
მარია ფერნანდა ესპინოსა María Fernanda Espinosa | |
გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 სექტემბერი, 2018 – 17 სექტემბერი, 2019 | |
წინამორბედი | მიროსლავ ლაიჩაკი |
მემკვიდრე | ტიჯანი მუჰამად-ბანდე |
ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 მაისი, 2017 – 11 ივნისი, 2018 | |
წინამორბედი | ლუის ვალენსია როდრიგესი |
მემკვიდრე | ხოსე ვალენსია |
ეკვადორის თავდაცვის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ნოემბერი, 2012 – 23 სექტემბერი, 2014 | |
წინამორბედი | მიგელ კარვახალი |
მემკვიდრე | ფერნანდო კორდერო კუევა |
დაბადებული | 7 სექტემბერი, 1964 სალამანკა, ესპანეთი |
მეუღლე | ედუარდო მანგასი |
ხელმოწერა |
ბიოგრაფია
რედაქტირებამარია ფერნანდა ესპინოსა დაიბადა 1964 წლის 7 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ სალამანკაში, მისი მშობლების იქ ყოფნის დროს. მისი მამა, ცეზარ ესპინოზა არის ცენტრალური ბანკის იურისტი და ოფიციალური პირი. იგი კარგად ფლობს ფრანგულ და ინგლისურ ენებს, ასევე ფლობს პორტუგალურ ენას სამუშაო დონეზე.
დაასრულა კიტოს ლათინოამერიკული ინსტიტუტის სოციალური მეცნიერებების ასპირანტურა ანთროპოლოგიისა და პოლიტოლოგიის სპეციალობით , ასევე სწავლობდა გამოყენებით ლინგვისტიკას ეკვადორში, პაპის კათოლიკური უნივერსიტეტში. აქვს სოციალური მეცნიერებებისა და ამაზონის მკვლევარის მაგისტრის ხარისხი.
1996-1997 წლებში სწავლობდა აშშ-ში რატგერსის უნივერსიტეტის ასპირანტურაში. აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკოლოგიურ გეოგრაფიაში.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაპრეზიდენტ რაფაელ კორეას მთავრობაში 2007 წლის იანვრიდან დეკემბრამდე ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის, ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრის თანამდებობა. 2007 წლიდ დეკემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე მუშაობდა ეკვადორის დამფუძნებელი ასამბლეის (კონსტიტუციური ასამბლეის) ხელმძღვანელის ალბერტო აკოსტას სპეციალურ მრჩევლად. 2008 წლის 7 მარტიდან დაინიშნა გაეროში ეკვადორის მუდმივ წარმომადგენლად.
2009 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე მუშაობდა ეროვნული მემკვიდრეობისა და ტურიზმის კოორდინატორ-მინისტრად. 2011 წელს სპორტის მინისტრია.
2012-2014 წლებში ეკვადორის ეროვნული თავდაცვის მინისტრის თანამდებობა უკავია. თანამდებობა დაიკავა მაშინ როდესაც მინისტრი მიგელ კარვახალი გადადგა 2013 წლის ეროვნული კრების არჩევნებში მონაწილეობის გამო. გახდა ეკვადორის მესამე ქალი თავდაცვის მინისტრი გუადალუპე ლარივასა და ლორენა ესკუდეროს შემდეგ[1]. 2014 წლის ოქტომბერშ ესპინოსა დაინიშნა ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივ წარმომადგენლად.
2017 წლის მაისიდან 2018 წლის ივნისამდე ეკვადორის საგარეო საქმეთა და მიგრაციის მინისტრია პრეზიდენტ ლენინ მორენოს თავრობაში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ფერნანდა ესპინოსა გარსესი, გაატარა ღონისძიებები და აღდგინა დიალოგი გაერთიანებულ სამეფოსთან რათა გადაეწყვიტათ ვიკილიქსის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის საკითხი[2][3].
2018 წლის დასაწყისში, პრეზიდენტმა ლენინ მორენომ შეიყვანა თანამდებობიდან გათავისუფლებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხორხე გლასას თანამდებობის დამკავებელ კანდიდატთა სიაში, მაგრამ შედეგად, ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა მშენებლობის მინისტრი მარია ალეხანდრა ვიკუნია.
2018 წლის ივნისში ესპინოსა აირჩიეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 73-ე სესიის ხელმძღვანელად[4][5]. გენერალური ასამბლეის არსებობის ისტორიაში იგი მეოთხე ქალი იყო ვინც ამ თანამდებობაზე აირჩიეს. კენჭისყრის დროს მას მხარი დაუჭირა 128 სახელმწიფომ, ხოლო მის კონკურენტს, ჰონდურასის წარმომადგენელს 62-მა ქვეყანამ. უკანასკნელად გენერალური ასამბლეის პრეზიდენტად ქალი იყო არჩეული 10 წლის წინ, როდესაც ეს თანამდებობა ეკავა ბაჰრეინის წარმომადგენელს ჰაია რაშიდ ალ-ხალიფას.
გამოქვეყნებული აქვს ხუთი პოეტური კრებული. 1990 წელს მოიგო ეკვადორის პირველი ეროვნული პრემია პოეზიაში[6].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ María Fernanda Espinosa renunció al Ministerio de Defensa
- ↑ Эквадор хочет возобновить диалог с Великобританией по ситуации вокруг Ассанжа
- ↑ Министр иностранных дел Эквадора: Мы заинтересованы в белорусских инвестициях в частный сектор
- ↑ „Новый Председатель Генассамблеи ООН Мария Эспиноса: от женщин ждут большего“. Новости ООН (რუსული). 2018-09-17. ციტირების თარიღი: 2018-09-19.
- ↑ Пост Председателя Генеральной Ассамблеи ООН займет женщина — в четвертый раз за последние 73 года
- ↑ Maria Fernanda Espinosa — Presidenta 73 Asamblea General de la ONU. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-05. ციტირების თარიღი: 2020-02-19.