მთავარი მენიუს გახსნა
რაფაელ ვისენტე კორეა დელგადო

რაფაელ ვისენტე კორეა დელგადო (ესპ. Rafael Vicente Correa Delgado; დ. 6 აპრილი, 1963) — ეკვადორელი პოლიტიკოსი, ეკვადორის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007-2017 წლებში. ასევე სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის (UNASUR) პრეზიდენტი 2009-2010 წლებში.

მისი ხელმძღვანელობით ეკვადორი გაერთიანდა ბოლივარიულ ალიანსში ამერიკისთვის 2009 წლის ივნისში.

განათლებით ეკონომისტი, რომელსაც ილინოისის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, კორეა 2005 წელს ფინანსთა მინისტრის პოსტზე მსახურობდა მცირე ხნით. პრეზიდენტად 2006 წლის ბოლო აირჩიეს და თანამდებობა 2007 წლის იანვარში დაიკავა. მეორე ვადით აირჩიეს 2009 წლის აპრილში, ხოლო ამ პოსტზე მისი ოფიციალური ინაუგურაცია 2009 წლის 10 აგვისტოს შედგა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება