მარიან ნორთი
მარიან ნორთი (დ. 24 ოქტომბერი, 1830 – 30 აგვისტო, 1890) — ვიქტორიანული პერიოდის ინგლისელი ბიოლოგი და ბოტანიკოსი მხატვარი, გამორჩეული მისი მცენარეებისა და პეიზაჟების ნახატებით, მისი ფართო მოგზაურობით საზღვარგარეთ, ნაწერებით, მცენარეული აღმოჩენებითა და სამეფო ბოტანიკურ ბაღში, კიუში, საკუთარი გალერეის შექმნით.
მარიან ნორთი | |
---|---|
მარიან ნორთი საკუთარ სახლში, ცეილონზე, 1879 | |
დაბადების თარიღი |
24 ოქტომბერი, 1830 ჰასტინგსი, ინგლისი |
გარდაცვალების თარიღი |
30 აგვისტო, 1890 (59 წლის) ალდერლეი, ინგლისი |
მშობლები |
მამა: ფრედერიკ ნორთი დედა: ჯანეტ მარჯორიბენქსი |
ადრეული ცხოვრება და განათლება
რედაქტირებანორთი დაიბადა ჰასტინგსში, ინგლისში, მიწის მესაკუთრის ოჯახში. მარიანი უფროსი ქალიშვილი იყო, როჯერ ნორთის შთამომავალი, (დადლი ნორთის, მე-4 ბარონ ნორთის უმცროსი ვაჟი). მისი მამა იყო ფრედერიკ ნორთი, ნორფოლკის ლეიტენანტი და მშვიდობის არბიტრი და ჰასტინგსის ლიბერალური პარტიის დეპუტატი. მისი დედა, ჯანეტი, იყო სერ ჯონ მარჯორიბენქსის, ბერვიკის საგრაფოში ლის პირველი ბარონეტის ქალიშვილი.[1] ის სამი შვილიდან ყველაზე უფროსი იყო.[2]
ნორთი ვოკალში ვარჯიშობდა შარლოტა ჰელენ სენტონ-დოლბის ხელმძღვანელობით, მაგრამ მისი ხმა შეიცვალა, რის შემდეგაც მან დრო მიუძღვნა ყვავილების ხატვას. 1855 წელს დედის გარდაცვალების შემდეგ იგი გამუდმებით მოგზაურობდა მამასთან ერთად, რომელიც მაშინ პარლამენტის წევრი იყო ჰასტინგსიდან; და 1869 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ მან გადაწყვიტა განეხორციელებინა თავისი ადრეული ამბიცია და დაიწყო შორეული ქვეყნების ფლორის ხატვა.[1]
მან ყვავილების ხატვა დედის გარდაცვალების შემდეგ, 1855 წელს დაიწყო. ამ პერიოდში ოჯახს ჰასტინგსსა და ლონდონში ჰქონდა სახლები. მისი ინტერესი ბოტანიკის მიმართ შესაძლოა წარმოიშვა მამის მეგობრის, ჯოზეფ დალტონ ჰუკერის, სამეფო ბოტანიკური ბაღის დირექტორის გაცნობის შემდეგ. მისი აკვარელში შესრულებული პირველი პეიზაჟები ევროპაში დასთან და მამასთან ერთად მოგზაურობის პერიოდში შეიქმნა.
კარიერა
რედაქტირებამას შემდეგ, რაც მისი და 1864 წელს დაქორწინდა, ხოლო მამამ დაკარგა ადგილი პარლამენტში, მათ კიდევ უფრო მეტი დრო დაუთმეს მოგზაურობას, ეწვივნენ შვეიცარიასა და სამხრეთ ტიროლს (დღევანდელი ბოლცანოს ავტონომიური პროვინცია იტალიაში). ისინი მოგზაურობდნენ სირიაში და ნილოსის გასწვრივ 1865–1867 წლებში. მისი მამა ავად გახდა ალპებში 1869 წელს და დაბრუნდნენ ჰასტინგსში, სადაც მამა გარდაიცვალა. მან განაგრძო ხატვა ტრავმის შესამსუბუქებლად. 1869 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ, მან იმოგზაურა და ნახატები შექმნა სიცილიაში.[2][3] 1871–1872 წლებში იმოგზაურა კანადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იამაიკაში და ერთი წელი გაატარა ბრაზილიაში, სადაც თავისი სამუშაოს უმეტესი ნაწილი ტყის სიღრმეში მდებარე ქოხში დაჰყო. ნორთს სამხრეთ ამერიკაში ვიზიტი ურჩია ფრედერიკ ედვინ ჩარჩმა, რომელსაც იგი მიიჩნევდა „ცოცხალ პეიზაჟისტთა შორის უდიდეს მხატვრად“ და რომლის სახლს ნიუ-იორკში, ოლანაში, ორჯერ ეწვია. 1875 წელს, რამდენიმე თვის შემდეგ ტენერიფეში, მან დაიწყო მოგზაურობა მსოფლიოს გარშემო და ორი წლის განმავლობაში ხატავდა კალიფორნიის, იაპონიის, ბორნეოს, ჯავის და ცეილონის ფლორას. კალიფორნიაში ვიზიტის დროს იგი შეშფოთდა წითელი ტყის განადგურებასთან დაკავშირებით.[4] მან მთელი 1878 წელი გაატარა ინდოეთის სხვადასხვა კუთხეში.[1]
1878 წელს The Graphic-მა გააშუქა მარიან ნორთის ნამუშევრების გამოფენა კენსინგტონში, სადაც მისი 512 ზეთის ნახატი გამოიფინა საჯარო გამოფენაზე. ვრცელ სტატიაში კრიტიკოსმა შეაქო ნორთი „ხელის თავისუფლებისთვის, ფერების სიწმინდის, ბრწყინვალების, სრულყოფილებისა და სიზუსტის გამო“.
ბრიტანეთში დაბრუნებისას, ნორთმა ლონდონში გამოფინა თავისი ნახატები. მან შესთავაზა კოლექციის გადაცემა სამეფო ბოტანიკურ ბაღებს კიუში და გალერეის აშენება მათ დასაბინავებლად. ეს შეთავაზება მიიღეს და იმ წელს დაიწყო ჯეიმზ ფერგიუსონის მიერ დაპროექტებული ახალი შენობების აშენება. [1]
ჩარლზ დარვინის რჩევით, ნორთი წავიდა ავსტრალიაში 1880 წელს და ერთი წლის განმავლობაში ხატავდა იქ და ახალ ზელანდიაში.[5] დაბრუნებისას მან საჩუქრად დარვინს „ავსტრალიური ცხვარი“ (Raulia eximia) გადასცა და აჩვენა თავისი ავსტრალიური ნამუშევრები.[5] მისმა ნახატებმა Banksia attenuata, B. grandis და B. robur დიდი მოწონება დაიმსახურა.[6] მისი გალერეა კიუში გაიხსნა 1882 წელს. გალერეის გახსნაზე გამოფენილი იყო 800 ზეთი ნახატი მუყაოზე, რომელიც ასახავდა ნორთის ცხოვრებისა და მოგზაურობის ოც წელს.[7]
1883 წელს, სამხრეთ აფრიკაში ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც იგი ბოტანიკოს მხატვარ კატრინ სანდერსს ეწვია, დამატებითი ოთახი გაიხსნა კიუს გალერეაში, ხოლო 1884–1885 წლებში ნორთი მუშაობდა სეიშელის კუნძულებსა და ჩილეში. თუმცა ავადმყოფობამ შეაჩერა მისი მოგზაურობა, იგი გადავიდა ოლდერლიში, გლოსტერშირში, სადაც გარდაიცვალა 1890 წლის 30 აგვისტოს.[1] დაკრძალულია ადგილობრივი ეკლესიის ეზოში.
მემკვიდრეობა
რედაქტირებამეცნიერული სიზუსტე, რომლითაც მან დააფიქსირა მცენარეები მსოფლიოს ყველა კუთხეში, სანამ ფოტოგრაფია პრაქტიკულ ვარიანტად იქცეოდა, მის ნამუშევრებს მუდმივ მნიშვნელობას ანიჭებს.[8] მის პატივსაცემად დასახელებულ მცენარეთა სახეობებს შორისაა Areca northiana, Chassalia northiana,[9] Crinum northianum, Kniphofia northiae, Nepenthes northiana,[10] და ფლორის გვარის სახელი Northia.
ნორთის გალერეა, რომელიც მდებარეობს კიუს ბაღების აღმოსავლეთ ნაწილში არის „ერთადერთი მუდმივი პერსონალური გამოფენა ქალი მხატვრის მიერ ბრიტანეთში“. 2008 წელს კიუმ მოიპოვა მნიშვნელოვანი გრანტი ეროვნული ლატარიისგან, რამაც საშუალება მისცა მას ჩაეტარებინა როგორც გალერეის, ასევე შიგნით არსებული ნახატების ძირითადი რესტავრაცია.
2016 წლის 26 სექტემბერს ტელეარხმა BBC Four-მა გააკეთა სიუჟეტი კიუს დავიწყებული დედოფლის შესახებ. დოკუმენტური ფილმი ნორთის ცხოვრების ამბავს მოგვითხრობდა.[11]
გალერეა
რედაქტირება-
Nepenthes Northiana (დაახლოებით 1876), მარიან ნორთის გალერია.
-
ფოთლოვანი მწერები და მოჩვენებისებრნი, 1870
-
Olearia argophylla
-
წყლის სასახლე - ჩითორე. ინდოეთი, 1878, ბრიტანეთის ბიბლიოთეკა
-
მანგოსტინის ყვავილები და ნაყოფი და სინგაპურის მაიმუნი
-
ტაჯ მაჰალი აგრაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთი, მარიან ნორთის გალერეა.
-
მარიანა ნორთი 1886 წელს
-
ნორთი, 1867, გადაღებულია სიუზან ჰოჯსონის მიერ
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური) (11th ed.). Cambridge University Press.
- Collins, Kevin; Collins, Kathy; George, Alex S. (2008) Banksias. Melbourne, Victoria: Bloomings Books. ISBN 978-1-876473-68-6.
- Duncan, Joyce (2002). Ahead of their time: a biographical dictionary of risk-taking women. Westport, CT: Greenwood Press. ISBN 0313316600.
- Riley, Glenda (1999) Women and nature: saving the Wild West. Lincoln: University of Nebraska Press. ISBN 0-8032-8975-8.
ლიტერატურა
რედაქტირება- Dickins, M. (1962). „Marianne North“. The Cornhill Magazine (1031, Spring 1962): 319–329. OCLC 1565148.
- Hughes, Reginald (12 August 1893). „Review of "Some Further Reflections of a Happy Life", by Marianne North. Edited by Mrs. John Addington Symonds. (MacMilllans.)“. The Academy. 44.
- Lees-Milne, A. (June 1964). „Marianne North“. Journal of the Royal Horticultural Society. 98 (6): 231–240.
- Middleton, Dorothy (1965). Victorian lady travellers. Chicago: Academy Chicago. ISBN 978-0-89733-063-3.
- Middleton, Dorothy (December 1962). „Flowers in a landscape“. Geographical Magazine. 35 (8): 445–462.
- North, Marianne (1894). Recollection and Further Recollection of a Happy Life: being the Autobiography of Marianne North. New York: MacMillan.
- North, Marianne (1894). Recollection and Further Recollection of a Happy Life: being the Autobiography of Marianne North. New York: MacMillan.
- North, Marianne (1893). Some Further Recollections of a Happy Life selected from the Journals of Marianne North. New York: MacMillan.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Information about the Marianne North Gallery at the Royal Botanic Gardens at Kew
- The Online gallery of paintings in the Marianne North Gallery, Kew Gardens
- 1043 artworks by Marianne North at Art UK
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Chisholm 1911.
- ↑ 2.0 2.1 Marianne North Facts en. ციტირების თარიღი: 13 November 2017
- ↑ „The Late Miss Marianne North. Her travels and paintings“. Hastings and St Leonards Observer. 3 January 1891. p. 6 – წარმოდგენილია British Newspaper Archive-ის მიერ.
- ↑ Riley 1999.
- ↑ 5.0 5.1 Letter 13269A: Darwin, C. R. to North, Marianne (2 August 1881). ციტირების თარიღი: 11 March 2013
- ↑ Collins, Collins & George 2008.
- ↑ Duncan 2002.
- ↑ Women and Science. Darwin Correspondence Project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 მარტი 2013. ციტირების თარიღი: 11 March 2013
- ↑ A Botanical Mystery Solved, After 146 Years. ციტირების თარიღი: 8 Apr 2022
- ↑ Things you should know about Marianne North | Kew. ციტირების თარიღი: 15 May 2020
- ↑ O'Donovan, Gerard (26 September 2016). „Kew's Forgotten Queen: Emilia Fox saves look at adventurer Marianne North“. The Telegraph. ციტირების თარიღი: 5 October 2016.