მოჩვენებისებრნი, ჩხირულები (ლათ. Phasmoptera), მწერების რიგი. აქვთ წაგრძელებული ან ბრტყელი სხეული, რომლის სიგრძე 30-35 სმ აღწევს. არასრული გარდაქცევის მწერებია. ფრთები არ გააჩნიათ. გვხვდებიან ბალახოვან მცენარეებზე, ხეებსა და ბუჩქებზე. რიგში 2500-მდე სახეობაა, ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, აქედან 6 (გვარი Ramulus) გვხვდება ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სამხრეთ ყაზახეთში, ერთი — შორეულ აღმოსავლეთში. მოჩვენებისებრნი მცენარეული საკვებით იკვებებიან. ზოგი მავნებელია.

მოჩვენებისებრნი
Phyllium giganteum
Phyllium giganteum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  მოჩვენებისებრნი
ლათინური სახელი
Phasmoptera

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება