მარია ტეკელი

(გადამისამართდა გვერდიდან მარიამი (ბრიტანეთის დედოფალი))

მარია ტეკელი (გერმ. Maria von Teck), აგრეთვე ცნობილია როგორც დედოფალი მერი ( ინგლ. Queen Mary, სრული სახელი — Victoria Mary Augusta Louise Olga Pauline Claudine Agnes — ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა; დ. 26 მაისი, 1867 — გ. 24 მარტი, 1953) — ბრიტანეთის მეფე ჯორჯ V-ის მეუღლე, ედუარდ VIII-ისა და ჯორჯ VI-ის დედა. 1910 წლიდან იყო ინდოეთის იმპერატრიცა და ირლანდიის დედოფალი.

მარია ტეკელი
Mary af Teck
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ბრიტანეთის დომინიონების დედოფალი
ინდოეთის იმპერატრიცა
კორონაცია: 22 ივნისი, 1911
მმართ. დასაწყისი: 6 მაისი, 1910
მმართ. დასასრული: 20 იანვარი, 1936
წინამორბედი: ალექსანდრა დანიელი
მემკვიდრე: ელისაბედ ბოუზ-ლაიონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მაისი, 1867
დაბ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გარდ. თარიღი: 24 მარტი, 1953, (85 წლის)
გარდ. ადგილი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მეუღლე: ჯორჯ V, დიდი ბრიტანეთის მეფე
(ქ. 1893 - გარდ. 1936)
შვილები: ედუარდ VIII, დიდი ბრიტანეთის მეფე
ჯორჯ VI, დიდი ბრიტანეთის მეფე
მერი, ჰერვუდის გრაფინია
ჰენრი, გლოსტერის ჰერცოგი
ჯორჯი, კენტის ჰერცოგი
ჯონი
სრული სახელი: ვიქტორია მარია ავგუსტა ლუიზა ოლღა პაულინა კლოდინა აგნესა
მამა: ფრანცი, ტეკის ჰერცოგი
დედა: მერი ადელაიდა კემბრიჯელი
რელიგია: ანგლიკანიზმი

მარიას მამა უფლისწული ფრანცი გერმანელ თავადთა ოჯახს ეკუთვნოდა (ტეკელთა გვარი), ვიურტემბერგის მეფეთა შთამომავლებს მორგანატთა ქორწინებიდან. დაბადებიდან მარია მჭიდროდ იყო დაკავშირებული ინგლისთან: ის ლონდონში კენსინგტონის სასახლეში დაიბადა. დედამისი ჯორჯ III-ის შვილიშვილი იყო. მეუღლის გამეფებამდე ის ასევე იყო უელსის პრინცესა და კორნუოლის ჰერცოგინია (1901–1910) და იორკის ჰერცოგინია (1901 წლამდე).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება