მარვან ბარღუტი
მარვან ბარღუტი (არაბ. مروان البرغوثي, დ.: 6 ივნისი, 1959) — პალესტინელი პოლიტიკოსი და ტერორისტი, მოძრაობა ფათხის ერთ -ერთი ლიდერი და მეომარი, თანზიმის ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ისრაელის სასამართლომ 5-ჯერ მიუსაჯა უვადო თავისუფლების აღკვეთა ტერორისტული თავდასხმების დროს ჩადენილი 5 ადამიანის მკვლელობისთვის და 40 წელი მკვლელობის მცდელობისთვის.[1][2]
მარვან ბარღუტი არაბ. مروان البرغوثي | |
---|---|
არაბ. مروان حسيب ابراهيم البرغوثي | |
დაბადების თარიღი | 6 ივნისი 1959 (62 წლის) |
დაბადების ადგილი | კობარი,იორდანია |
მოქალაქეობა | პალესტინა |
განათლება | ბირ-ზეითის უნივერსიტეტი |
რელიგია | ისლამი |
პარტია | ფათხი |
მეუღლე/ები | Fadwa Barghouti |
ბიოგრაფია
რედაქტირებაბარღუტი დაიბადა რამალაში. იგი მიეკუთვნება ბარღუტის კლანს. პალესტინელი პოლიტიკოსი მუსტაფა ბარღუტი მისი შორეული ნათესავია. 15 წლის ასაკში ბარღუტი უკვე იყო ფათხის აქტივისტი. 80-იანი წლების შუა ხანებში იგი დააპატიმრეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ტერორისტული საქმიანობისათვის. ციხეში შეისწავლა ივრითი. განთავისუფლების შემდეგ ის დაბრუნდა დასავლეთ სანაპიროზე და ჩაირიცხა ბირ-ზეითის უნივერსიტეტში, სადაც გახდა სტუდენტური ჯგუფის ხელმძღვანელი. ბარღუტიმ იქ მიიღო პირველი ხარისხი ისტორიასა და პოლიტოლოგიაში, შემდეგ მეორე — საერთაშორისო ურთიერთობებში.
პირველი ინტიფადა
რედაქტირებაპირველი ინტიფადას დროს ბარღუტი აჯანყების ერთ -ერთი ლიდერი, მასობრივი მიტინგებისა და არეულობის ინიციატორი იყო. შედეგად, ის ისრაელის ხელისუფლებამ დააპატიმრა და იორდანიაში გადაასახლა, სადაც შვიდი წელი გაატარა. 1994 წელს ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, დაბრუნების ნება დართეს.[3]
1994 წლის აპრილში, მას შემდეგ რაც ისრაელის ხელისუფლებისგან ნებართვა მიიღო, ის პალესტინის ავტონომიაში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ფათხის ცენტრალურ კომიტეტს მდინარე იორდანის დასავლეთ სანაპიროზე. ამ პოზიციის მიზანშეწონილობა არაერთხელ იქნა განხილული ფათხის ხელმძღვანელობის შეხვედრებზე, შემდეგ 1997 წლის მაისში სკანდალი დაიწყო, როდესაც გამოვლინდა სერიოზული ფინანსური დარღვევები მ. ბარღუტის საქმიანობაში.
1996 წელს იგი აირჩიეს პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს წევრად, სადაც ხშირად ეწინააღმდეგებოდა იასირ არაფატს. 2000 წელს („ალ-აქსას ინტიფადას“ წინა დღეს) ბარღუტიმ დაკარგა ფათხის „გენერალური მდივნის“ თანამდებობა დასავლეთ სანაპიროზე, მაგრამ თავს მაინც „ფათხის გენერალური მდივანს“ უწოდებდა. 2000 წელს არაფატსა და ბარღუტს შორის ურთიერთობა საბოლოოდ დაიძაბა. ბარღუტი პალესტინის ადმინისტრაციას და უსაფრთხოების სამსახურებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში სდებდა ბრალს.შედეგად არაფატმა გადაწყვიტა ბარღუტის გათავისუფლება.
მეორე ინტიფადა
რედაქტირებამეორე ინტიფადას დაწყებისთანავე, თანზიმმა ბარღუტის ხელმძღვანელობით გააფართოვა თავისი გავლენა და ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებთან ერთად, როგორებიცაა: „ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადები“, ჰამასი, „ისლამური ჯიჰადი“ და სხვ. გახდა ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი. რიგ შემთხვევებში თანზიმი ტერორისტულ თავდასხმებს ატარებდა სხვა ორგანიზაციებთან ერთად (იხ. თანზიმი).
ბარღუტი ხელმძღვანელობდა მსვლელობებს ისრაელის გამშვებ პუნქტებამდე , რაც ისრაელის ჯარისკაცების წინააღმდეგ არეულ;ობებს იწვევდა. გამოდიოდა მოწოდებებით დემონსტრაციებსა და დაკრძალვებზე, სადაც ამბობდა: „შერიგებაზე საუბარი არ შეიძლება. პალესტინელებმა უნდა გააძლიერონ ბრძოლა ინტიფადას ფარგლებში არაბული პალესტინის ისრაელის ოკუპაციისგან სრულ განთავისუფლებამდე და ყველა პალესტინელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებამდე. ”
„ალ-აქსას მოწამეთა ბრიგადის“ ხელმძღვანელობამ 2002 წელს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბარღუტი თავიანთ ლიდერად გამოაცხადა. თავად ბარღუტი უარყოფდა მის მიერ ბრიგადების შექმნას, მაგრამ მიესალმებოდა მათ ზოგიერთ ქმედებას (ცნობილია, რომ ამ ჯგუფმა განახორციელა ტერორისტული თავდასხმები მშვიდობიანი მოქალაქეების და სამიზნეების წინააღმდეგ).[4]
2004 წელს, ევროპარლამენტის წარმომადგენელმა, ილკა შრედერმა განაცხადა, რომ "ევროკავშირის ფინანსური დახმარება, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებულ თანხებთან ერთად, გადაირიცხა პალესტინის ხელისუფლების ანგარიშებზე და გამოყენებული იქნა ტერორისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად". 2001 წელს 65 მილიონი დოლარი ლონდონის ბანკის საშუალებით გადაეცა იორდანიის ბანკს რამალაში. არაფატმა იგივე ანგარიში გამოიყენა თავისი ტერორისტული დაჯგუფებების დასაფინანსებლად. არაფატის რწმუნებულს, თანზიმის ხელმძღვანელს, მარვან ბარღუტს ასევე ჰქონდა წვდომა საბანკო ანგარიშზე. [5]
დაპატიმრება და სასამართლო
რედაქტირებატერორისტულმა საქმიანობამ ბარღუტი ისრაელის უსაფრთხოების ძალების სამიზნე გახადა. 2001 წელს მან მოახერხა მკვლელობის მცდელობის თავიდან აცილება, ხოლო 2002 წელს, ოპერაცია „თავდაცვითი კედელი-ს“ მსვლელობისას, ისრაელის ქვედანაყოფის სპეცრაზმმა „დუვდევანმა“ ის დააკავა და თელ-ავივის რაიონულ სასამართლოს გადასცა. ბარღუტი დაადანაშაულეს მისი ორგანიზაციის მიერ ჩადენილ მკვლელობებში. მას ბრალი წაუყენეს 26 ადამიანის მკვლელობის თანამონაწილეობაში. ისრაელის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 5 ადამიანის მკვლელობაში, დანარჩენ 21 მკვლელობაში სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია.
სასამართლო პროცესის დროს ბარღუტიმ უარი განაცხადა ადვოკატზე იმ მიზეზით, რომ სასამართლო იყო პოლიტიკური, მოსამართლეებს არ გააჩნდათ მისი გასამართლების უფლებამოსილება და ის გახლდათ სამხედრო ტყვე.
2004 წლის 6 ივნისს ბარღუტს ისრაელის სასამართლომ 5-ჯერ უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ტერორისტული თავდასხმების დროს ჩადენილი 5 ადამიანის მკვლელობისთვის და 40 წელი მკვლელობის მცდელობისთვის..[6]
ამით მისი ურთიერთობა სასამართლოსთან არ დასრულებულა. ბარღუტის ასევე დაეკისრა პასუხისმგებლობას 2003 წელს თელ ავივის სუპერმარკეტში განხორციელებულ ტერაქტზე. აფეთქების შედეგად, სამი ისრაელელი დაიღუპა და ათობით დაშავდა. მძიმედ დაშავებულთა შორის იყო იოსებ აზუზი—მან მიიღო ტვინის სერიოზული დაზიანება მას შემდეგ, რაც თავის ქალა ასაფეთქებელი მოწყობილობის ფრაგმენტმა დაუზიანა. 2006 წლის იანვარში სასამართლომ გამოიტანა განაჩენი ახალ საქმეზე: „აზუზის დაზიანებების გამო, ბარღუტი ვალდებულია გადაუხადოს დაზარალებულს 5.018.800 შეკელი. ის ასევე გადაიხდის იურიდიულ საფასურს, ” —განაცხადა მოსამართლე შმუელ ბარუმ.[7][8]
საქმიანობა ციხეში
რედაქტირებაბარღუტი კვლავ ერთ -ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი პალესტინელი ლიდერია; პალესტინური პროპაგანდა მას ადარებს ნელსონ მანდელას, რომელმაც გამოთქვა სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი. მისი უფლებამოსილება პალესტინის ორგანიზაციებში იმდენად დიდია, რომ ისრაელის ციხის ადმინისტრაციამ 2004 წელს პალესტინელი პატიმრების შიმშილობის შეწყვეტის ერთ -ერთ მეთოდად გამოიყენა ბარღუტის ფოტო, რომელიც შეუერთდა მოშიმშილეებს (თუმცა ფარულად მიირთმევდა).[9][10][11]
2005 წლის 14 დეკემბერს ბარღუტიმ განცხადება გააკეთა ფათხიდან გასვლის შესახებ და ახალი პარტიის, ალ-მუსტაქბალის“ (მომავალი) დაარსება დააანონსა; მაგრამ არჩევნებზე გავიდა ფათხის“ კანდიდატად შიდა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
2006 წელს, პალესტინაში პოლიტიკური კრიზისის დროს, ბარღუტი იყო ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ლიდერების მანიფესტის ერთ -ერთი ავტორი. დოკუმენტი გამოხატავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელთა მიხედვით უნდა შეიქმნას ეროვნული ერთიანობის მთავრობა, თუკი ის შეიქმნება.
2009 წლის თებერვალში, პალესტინის ხელისუფლების მეთაურმა, მაჰმუდ აბასმა, მიმართა ისრაელის პრემიერ მინისტრ ეჰუდ ოლმერტს თხოვნით, არ გაეთავისუფლებინათ მარვან ბარღუტი პალესტინელი პატიმრების გილად შალიტში.გაცვლის ფარგლებში.[12]
ლიტერატურა
რედაქტირება- Pratt, David (2006). Intifada: The Long Day of Rage. Casemate. First published by Sunday Herald Books.
- Haddad, Toufic. "Changing the Rules of the Game: A Conversation with Marwan Barghouti, Secretary-General of Fateh in the West Bank". . In: Honig-Parnass, Tikva; Haddad, Toufic. (eds) (2007). Between the Lines: Readings on Israel, the Palestinians, and the U.S. "War on Terror". Haymarket Books. pp. 65–69.
- Interview with Marwan Barghouti. "Competing Political Cultures". In: Beinin, Joel; Stein, Rebecca L. (eds) (2006). The Struggle for Sovereignty: Palestine and Israel, 1993-2005. Stanford University Press. pp. 105–111.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Profile: Marwan Barghouti". BBC News. 26 November 2009. Retrieved 9 August 2011.
- ↑ Keinon, Herb (11 October 2011). "Marwan Barghouti won't be released in deal, officials say"[მკვდარი ბმული]. The Jerusalem Post. Retrieved 17 April 2017.
- ↑ Bahaa, Sherine. "'Israel's enemy number one'"Archived 26 September 2009 at the Wayback Machine. Al-Ahram Weekly 18–24 April 2002. Issue no. 582. Retrieved 9 August 2011.
- ↑ Umberto Bacchi, Marwan Barghouti Calls Third Intifada Against Israel.[მკვდარი ბმული] 11 November 2014, International Business Times.
- ↑ Navon, Dani (6 May 2002). "The Involvement of Arafat, PA Senior Officials and Apparatuses in Terrorism against Israel: Corruption and Crime". MFA Israel. Retrieved 1 May 2017.
- ↑ Simon Foreman 'The trial of Mr. Marwan Barghouti,' Inter-Parliamentary Union 2003.
- ↑ Colin Shindler A History of Modern Israel, Cambridge University Press, 2013 p.337.
- ↑ "Barghouti, Marwan". MEDEA. Retrieved 18 November 2012.
- ↑ Israel Releases Footage of Palestinian Hunger Strike Leader Barghouti Eating in His Prison[მკვდარი ბმული] Cell, Haaretz, 8 May 2017
- ↑ Barghouti's wife: 'Recordings of Marwan breaking the strike are fake', YNet, 8 May 2017
- ↑ Did hunger striking Palestinian prisoner Barghouti just eat some cookies? Israel says he did.[მკვდარი ბმული], The Washington Post, 8 May 2017
- ↑ Issacharoff, Avi (27 June 2012). "Poll: Barghouti Would Defeat Abbas and Haniyeh in Vote for Palestinian President". Haaretz. Retrieved 14 December 2017.