პირველი ინტიფადა
პირველი ინტიფადა პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის 1987-დან 1993 წლამდე (როდესაც ოსლოს შეთანხმებით პალესტინის ეროვნული მმართველობა ჩამოყალიბდა) მომხდარი ძალადობრივი ინციდენტების სერიაზე მიუთითებს. ამ მოვლენათა სერიას ხშირად ასევე „ქვათა ომს“ უწოდებენ. მეორე ინტიფადა, აგრეთვე ცნობილი როგორც "ალ-აქსა ინტიფადა", გრძელდებოდა 2000-იდან 2005-ის დასაწყისის ჩათვლით.