მარგარიტა (ვენესუელა)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარგარიტა.

მარგარიტა (ესპ. Isla Margarita) — კუნძული კარიბის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. ეკუთვნის ვენესუელას. ფართობი — 1020 კმ². მოსახლეობა — 420 000 კაცი.

მარგარიტა
მშობ. სახელი: ესპ. Isla Margarita
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 10°59′13″ ჩ. გ. 63°56′08″ დ. გ. / 10.98694° ჩ. გ. 63.93556° დ. გ. / 10.98694; -63.93556
ფართობი 1020 კმ²
სიგრძე 78 კმ
სიგანე 20 კმ
სანაპიროს სიგრძე 152 კმ
უმაღლესი წერტილი 988 მ
დემოგრაფია
მოსახლეობა 420 000
სიმჭიდროვე 411,76 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულ მარგარიტას რუკა

მოიცავს პატარა კუნძულებს: კოჩეს და კუბაგუას, რომლებიც ერთად ქმნიან ვენესუელის შტატს — ნუევა-ესპარტას. დასახლება ძირითადად გავრცელებულია კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში.

შედგება ორი მთის მასივისაგან (სიმაღლე 988 და 702 მ-მდე), რომლებიც შეერთებულია 18 კმ ქვიშიანი ყელით. კუნძულის სიგრძეა 78 კმ, მაქსიმალური სიგანე დაახლოებით 20 კმ. სანაპირო ხაზის სიგრძე უდრის 152 კმ-ს. ჰავა სუბეკვატორულია, მშრალი. ჰაერის ტემპერატურა იცვლება 24 °C-იდან 37 °C-მდე. გავრცელებულია ქსეროფიტული ბუჩქნარი და კაქტუსები, მთები შემოსილია ტყით. არის მაგნეზიტის საბადო.

მარგარიტას კუნძული აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს. 1561 წელს კუნძული დაიპყრო ესპანელმა კონკისტადორმა ლოპე დე აგირემ. 1814 წელს კუნძულის მოსახლეობამ დაიწყო ომი დამოუკიდებლობისათვის, რომელიც პირველად მოიპოვეს სიმონ ბოლივარის ხელმძღვანელობით.

ეკონომიკა

რედაქტირება

მისდევენ მესაქონლეობას, თევზჭერას, მარგალიტის მოპოვებას.

განვითარებულია ტურიზმი. წარმოადგენს ვენესუელის ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საკურორტო ზონას. მარგარიტაზეა საზღვაო კურორტები, ქალაქი ლა-ასუნსიონი. დიდი ქალაქია აგრეთვე პორლამარი. საერთაშორისო ავიარეისები არ მოქმედებს. კუნძულზე მოხვედრა შესაძლებელია ვენესუელის დედაქალაქ — კარაკასიდან.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება