ნუევა-ესპარტა
ნუევა-ესპარტა (ესპ. Estado Nueva Esparta) — ვენესუელის შტატი. მოიცავს კუნძულებს: მარგარიტას, კოჩესა და კუბაგუას.
შტატი | |||||
---|---|---|---|---|---|
ნუევა-ესპარტა Estado Nueva Esparta | |||||
| |||||
ქვეყანა | ვენესუელა | ||||
ადმ. ცენტრი | ლა-ასუნსიონი | ||||
შიდა დაყოფა | ანტოლინ-დელ-კამპოს მუნიციპალიტეტი, არისმენდის მუნიციპალიტეტი, ანტონიო-დიასის მუნიციპალიტეტი, გარსიის მუნიციპალიტეტი, გომესის მუნიციპალიტეტი, მანეიროს მუნიციპალიტეტი, მარკანო, მარინიოს მუნიციპალიტეტი, მაკანაოს ნახევარკუნძულის მუნიციპალიტეტი, ტუბორესი და ვილიალბის მუნიციპალიტეტი | ||||
კოორდინატები | 11°00′00″ ჩ. გ. 64°00′00″ დ. გ. / 11.00000° ჩ. გ. 64.00000° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1909 | ||||
ფართობი | 1 150 კმ² | ||||
მოსახლეობა | 436900 კაცი (2007) | ||||
სასაათო სარტყელი | UTCUTC-04:30 | ||||
ოფიციალური საიტი | guaiqueri.net | ||||
გარდა ამ კუნძულებისა რაიონი მოიცავს მრავალრიცხოვან სხვა პატარა კუნძულებსაც, რომლებიც მეტწილად დაუსახლებელია. ფართობი 1 150 კმ², რითაც ქმნის ვენესუელის ყველაზე პატარა შტატს. მდებარეობს კარიბის ზღვაში, ვენესუელის სანაპიროსთან.
ნუევა-ესპარტა ვენესუელის ერთადერთი კუნძულოვანი შტატია. ადმინისტრაციული ცენტრი ლა-ასუნსიონი (კუნძული მარგარიტა). თუმცა შტატის მთავარი საქალაქო ცენტრია პორლამარი.
შტატის სახელწოდება უკავშირდება გმირობას, რომელიც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოიჩინეს ვენესუელის დამოუკიდებლობისათვის ომში. მათი სიმამაცე დაუკავშირდა ძველ საბერძნეთში არსებულ სპარტელ მეომართა გმირულ მოქმედებას. მთავარი კუნძულია მარგარიტა, რომლის ფართობია 934 კმ².
შტატი ჩამოყალიბდა 1909 წელს, 1947 წელს შეუერთდა კუნძული კუბაგუა.
მუნიციპალიტეტები
რედაქტირებანუევა-ესპარტა მოიცავს 11 მუნიციპალიტეტს, ესენია:
მუნიციპალიტეტი | დედაქალაქი | ფართობი კმ² |
მოსახლეობა (2007) |
რუკა | ||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
ანტოლინ-დელ-კამპო | ლა-პლასა-დე-პარაგუაჩი | 66 | 20 325 | |||||
არისმენდი | ლა-ასუნსიონი | 55 | 23 097 | |||||
ანტონიო-დიასი | პაროკუია სან-ხუან-ბაუტისტა | 141 | 47 257 | |||||
გარსია | ელ-ვალე-დელ-ესპირიტუ-სანტო | 89 | 45 606 | |||||
გომესი | სანტა-ანა | 91 | 30 237 | |||||
მანეირო | პამპატარი | 38 | 35 400 | |||||
მარკანო | ხუან-გრიეგო | 43 | 28 256 | |||||
მარინიო | პორლამარი | 39 | 84 534 | |||||
მაკანაო1) | ბოკა-დე-რიო | 320 | 20 935 | |||||
ტუბორესი2) | პუენტა-დე-პიედრასი | 207 | 29 962 | |||||
ვილიალბა3) | სან-პედრო-დე-კოჩე | 61 | 8 242 | |||||
1) დასავლეთი ნახევარკუნძული | ||||||||
2) მათ შორის კუნძული კუბაგუა | ||||||||
3) შედგება კუნძულ კოჩესაგან |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- http://www.gobernaciondenuevaesparta.com/ დაარქივებული 2008-05-06 საიტზე Wayback Machine. State government page.
- ნუევა-ესპარტა – ენციკლოპედია ბრიტანიკა