კოჩე
კოჩე (ესპ. Isla de Coche) — კუნძული კარიბის ზღვაში. მდებარეობს კუნძულ მარგარიტასა და კონტინენტს შორის. ეკუთვნის ვენესუელას. კუნძულებს მარგარიტასთან და კუბაგუასთან ერთად ქმნის ვენესუელის შტატს – ნუევა-ესპარტას. ფართობი 61 კმ², სიგრძე 11 კმ, სიგანე 6 კმ.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | კარიბის ზღვა |
კოორდინატები | 10°46′36″ ჩ. გ. 63°56′41″ დ. გ. / 10.77667° ჩ. გ. 63.94472° დ. გ. |
ფართობი | 61 კმ² |
სიგრძე | 11 კმ |
სიგანე | 6 კმ |
უმაღლესი წერტილი | 60 მ |
მოსახლეობა 8.756 ათ. კაცი (2010). კუნძულის მაქსიმალური სიმაღლეა 60 მ. კლიმატი ტროპიკულია, ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ უდრის 27-იდან 38°C-მდე. ეკონომიკის საფუძველია ტურიზმი. კუნძული კოჩე აღმოაჩინა ქრისტეფორე კოლუმბმა 1498 წელს. პირველად დასახლება გაჩნდა XIX საუკუნეში. არის პატარა აეროპორტი. მთავარი ქალაქებია: სან-პედრო-დე-კოჩე, ელ-ბიჩარი, გუინიმა, ლა-გლორია, ელ-ამპარო.
გალერეა
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- kurze nautische Beschreibung (PDF-Datei; 740 kB)
- Offizieller Internetauftritt დაარქივებული 2008-09-17 საიტზე Wayback Machine.
- Aeropuerto Andrés Miguel Salazar Marcano (Flugplatz)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: